„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 17 აგვისტოს №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017595
66
25/07/2025
ვებგვერდი, 28/07/2025
140130000.22.034.017595
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 17 აგვისტოს №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №66

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 17 აგვისტოს №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 17 აგვისტოს №62 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 18/08/2023, 140130000.22.034.017390) დამტკიცებულ თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ან სხვა ადგილას დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების წესსა და მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს შეუზღუდავად დაუკავშირდეს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი), საქართველოს პროკურატურას, საქართველოს სახალხო დამცველს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას.“.

2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის გამოძიების მიზნით − საქართველოს პროკურატურის საამისოდ უფლებამოსილ პირებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე