წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-49. 492520612
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016034
გ-49. 492520612
25/07/2025
ვებგვერდი, 28/07/2025
000000000.00.122.016034
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №85

2025 წლის 25 ივლისი

ქ. წყალტუბო

 

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე მე–7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-13 და მე-15 პუნქტებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმის შესაბამისად:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში არსებულ მე-6 ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს წმინდა გიორგის სახელი (დანართი საკადასტრო რუკის სახით თან ერთვის).

2.  კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.

3.შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.

4. დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

5.განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

6.განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 საკრებულოს თავმჯდომარე  თეიმურაზ ჭეიშვილი