„სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 58-60
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.101.017347
58-60
25/07/2025
ვებგვერდი, 29/07/2025
010250020.35.101.017347
„სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58-60

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-105 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 28/12/2023, გამოქვეყნების თარიღი: 28/12/2023, სარეგიტრაციო კოდი: 010250020.35.101.017169) და დადგენილების:

1. პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2025 წლის 22 ივლისის №25.1222.1404 განკარგულების პირველი პუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 ან M3 კატეგორია) მარშრუტები, დანართი 3-ის შესაბამისად.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტები“, მისი შეთანხმების წესი და პირობები მოქმედებს 2026 წლის 1 ივლისამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე