„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 58-59
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017346
58-59
25/07/2025
ვებგვერდი, 29/07/2025
010250050.35.101.017346
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58-59

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულებაში და დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს „ჭ2“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ3“ ქვეპუნქტი:

„ჭ3) კინოფილმის, სარეკლამო რგოლის ან სიუჟეტის გადაღების მიზნით მომართვის შემთხვევაში იმ პირობით, თუ აღნიშნული საქმიანობა არ იწვევს გზის სავალი ნაწილის ან/და ტროტუარის  გადაკეტვას – თანხმობის გაცემა (თანხმობის მოქმედების დროის მითითებით). თანხმობის გაცემის შემთხვევაში მომართვის ავტორმა უნდა იმოქმედოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქმიანობა იწვევს გზის სავალი ნაწილის ან/და ტროტუარის გადაკეტვას – თანხმობის გაცემა (თანხმობის მოქმედების დროის მითითებით),  საჭიროებს ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებას. თანხმობის გაცემის შემთხვევაში მომართვის ავტორმა უნდა უზრუნველყოს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, თანხმობის მოქმედების დროის მითითებით;“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) გასცემს თანხმობას ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ3“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევებში. თანხმობის ფარგლებში  შეიძლება შეიზღუდოს პარკირების უფლება პარკირების ადგილზე ან გადაიკეტოს ტროტუარი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით;“.

3. მე-8 მუხლის 41 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად სააგენტოში მომართვის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე