დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი პირველი ობჩა), სოფელ I ობჩაში I-ლი ქუჩისათვის „არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის“ სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.124.016012 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №17
2025 წლის 25 ივლისი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი პირველი ობჩა), სოფელ I ობჩაში I-ლი ქუჩისათვის „არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის“ სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების (ამონაწერი სხდომის ოქმის №46) საფუძველზე,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №160 განკარგულებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ პირველ ობჩაში (საკადასტრო კოდი 30.08.00.000) მდებარე I (პირველ) ქუჩას მიენიჭოს „არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის“ სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის).
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა, დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).
3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. საკრებულოს აპარატმა, საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები