დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58-54 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017341 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-27 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 22/05/2023; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017095) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) განხორციელების წესის“ (დანართი):
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფონდი წესის განხორციელებას უზრუნველყოფს ფონდის წესდებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად, საპროექტო განაცხადის განხილვის/კონკურსების ჩატარების გზით, პროექტის დაფინანსებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) ფარგლებში.“; ა.ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ წესის შესაბამისად, პროექტის დაფინანსების მიზნით ფონდის დირექტორი ქმნის საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის (პროექტების) განმხილველ კომისიას/კომისიებს (შემდგომში - კომისია). კომისისს/კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის/კომისიების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფონდის დირექტორი.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის წარდგენა.“ ბ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაფინანსების მისაღებად წინამდებარე წესით განსაზღვრულმა სუბიექტმა ელექტრონული ფორმით, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ფონდს, რომელსაც უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი. საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი ორიენტირებული უნდა იყოს თანამედროვე ხელოვნების სფეროს განვითარებაზე. საპროექტო განაცხადს/საკონკურსო განაცხადს, აგრეთვე უნდა ერთოდეს ფონდის დირექტორის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თანადაფინანსების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“; ბ.გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს 2¹ პუნქტი: „2¹. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს ფონდის დირექტორი ბრძანებით.“; ბ.დ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს 6¹ პუნქტი: „6¹. ფონდი ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის სრულად წარმოდგენილი ფონდის დირექტორის მიერ განსაზღრული დოკუმენტაცია, ფონდი დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 10 (ათი) კალენდარულ დღეს.“; ბ.ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.“; ბ.ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 20 (ოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება.“; გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საპროექტო განაცხადის/ საკონკურსო განაცხადის განხილვა და დაფინანსება „1. თუ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ფონდი საპროექტო განაცხადს/საკონკურსო განაცხადს განსახილველად უგზავნის კომისიას. თუ განაცხადის შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი. 2. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ პრიორიტეტებთან და ფონდის მიზნებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის შესაბამისობა წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვასთან, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს პროექტი. 3. წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი არ უნდა ახდენდეს რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას. დაუშვებელია საპროექტო განაცხადში/საკონკურსო განაცხადში სიძულვილის ენის გამოყენება. 4. შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. 5. კომისია განაცხადს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღის ვადაში. 6. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით იღებს კომისია. 7. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს ფონდის დირექტორს, რათა მან უზრუნველყოს აღნიშნული პროექტის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. 9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს. 10. ერთი და იმავე სუბიექტის მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ. ერთი და იმავე სუბიექტის მიერ საკონკურსო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ყოველ გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთხელ. 11. კონკურსის შედეგები საჯაროა.“; დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნуს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ავანსის თანხა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები