„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016556
22
25/07/2025
ვებგვერდი, 29/07/2025
010250020.35.152.016556
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2025 წლის 25 ივლისი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/12/2024, 010250020.35.152.016532). კერძოდ:

ა) დადგენილების №2 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხის“  მე-10 სტრიქონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10

 ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი

1

“;

ბ) დადგენილების №2 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხის“  21-ე  სტრიქონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21

ცხელი ხაზის ოპერატორი

5

“;

გ) დადგენილების №2 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხის“  22-ე  სტრიქონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

22

ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი

12

“;

დ) დადგენილების №3 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული  ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხის“ 23-ე  სტრიქონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

23

სპეციალისტი ფასანაურის  ადმინისტრაციულ ერთეულში

3

“;

ე) დადგენილების №3 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული  ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხის“ 27-ე  სტრიქონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

27

სპეციალისტი ბარისახოს  ადმინისტრაციულ ერთეულში

2

“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური