„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 410040000.22.023.016921
2-471
01/08/2025
ვებგვერდი, 04/08/2025
410040000.22.023.016921
„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-471

2025 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :


მუხლი 1
„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 111019012, 21.10.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებაზე თანხმობას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებულმა პირმა,  გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თევზჭერის დაწყებამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე, სააგენტოს უნდა წარუდგინოს დაგეგმილ თევზჭერასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სადაც მოცემული იქნება:

ა) მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებული პირის შესახებ;

ბ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის მიზნები, ამოცანები და სამიზნე ობიექტები (თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები);

გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით მოსაპოვებელი თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის მაქსიმალური ოდენობა, შესაბამისი დასაბუთებით;

დ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების კონკრეტული ვადები, შესაბამისი დასაბუთებით;

ე) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების ადგილი (წყალსატევის დასახელება, თევზჭერის ადგილის კოორდინატების ან სახმელეთო ორიენტირების მითითებით), შესაბამისი დასაბუთებით;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის გამოსაყენებელი საჭირო მცურავი საშუალებების, თევზჭერის საშუალებებისა და ხერხების დეტალური აღწერა, შესაბამისი დასაბუთებით.

2. სააგენტო მიერ განსახორცილებული სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერა თანხმობას არ საჭიროებს. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაიცვას ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აწარმოოს ამ წესის დანართით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი და სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში წარადგინოს სააგენტოში;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) შეადგინოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის  შედეგების შესახებ ანგარიში და  სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში წარადგინოს სააგენტოში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

დ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჩატარებაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), ხოლო დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სააგენტო, მის მიერ გაცემულ თანხმობას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად  დაუყოვნებლივ  წერილობით უგზავნის დეპარტამენტს. სააგენტო მიერ განსახორცილებული სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის განხორციელებამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე, წერილობით მიაწოდოს დეპარტამენტს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები თევზჭერის წესებთან, ვადებთან, ადგილებთან, მოსაპოვებელ სახეობებთან და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით და მათი დარღვევა განიხილება როგორც თევზჭერის წესების დარღვევა და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განმახორციელებელი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალს იღებს დეპარტამენტში.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაკუთრებულ შემთხვევებში სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა შესაძლებელია განხორციელდეს აკრძალული ბადე-იარაღებით (ხერხები, საშუალებები), აკრძალულ ადგილებში, აკრძალულ ვადებში და ჭერისათვის აკრძალულ სახეობებზე, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე. ამ შემთხვევაში კვლევის განმახორციელებელი პირი, გარდა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თანხმობის მიღებისათვის ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს შემდეგი დამატებითი ინფორმაცია:

ა) შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის არგუმენტირებული დასკვნა აკრძალული ხერხების და საშუალებების გამოყენების, ასევე აკრძალულ ადგილებში ჭერების განხორციელებისა და აკძალული სახეობების მოპოვების აუცილებლობის დასაბუთებით;

ბ) გამოყენებული აკრძალული ტექნიკური საშუალებების დეტალური აღწერა და ამ საშუალებების ეკოლოგიურ გარემოზე ზეგავლენის დონე;

გ) აკრძალული და „წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღებული ინდივიდების რაოდენობა, მათზე წარმოებული კვლევითი სამუშაოების დეტალური აღწერა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისას, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებას ესწრება დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც თევზჭერის განხორციელებამდე აუცილებელია იყოს დანომრილი და დალუქული დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.“;

ბ) მე-2 პუნქტის  „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი წარედგინება დეპარტამენტს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი  აგვისტოდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი