„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.034.017589
60
24/07/2025
ვებგვერდი, 24/07/2025
310060000.22.034.017589
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №60

2025 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28.02.2014, 310060000.22.034.016289) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31

1. 2025 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის მინებიც ბრონირებული და დამუქებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მფლობელს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ იგი 2025 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს წარუდგენს ავტომწარმოებლის მიერ გაცემულ შესაბამის დოკუმენტაციას მინების ქარხნულად ბრონირებისა და დამუქების შესახებ.

2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გასცემს ცნობას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტის დადასტურების შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის წარუდგენლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი):

ა) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს პროკურატურა; საქართველოს პარლამენტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურები; საინკასაციო სამსახურები;“;

ბ) მე-4 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანხმობის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა წარედგინოს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიმართვა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, საქართველოს პარლამენტის წევრის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, ასევე, წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული სპეციალური საშვის ასლი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის უფლებამოსილმა მოსამსახურემ დამატებით უნდა წარადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის (დანართი №1):

ა) მე-4  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც სარგებლობს საქართველოს პარლამენტის წევრი.

42. საქართველოს პარლამენტის წევრის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც გაცემულია საქართველოს პარლამენტის სპეციალური საშვი (არაუმეტეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა).“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები.“;

გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის, ეფექტიანობის დეპარტამენტისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსები.“;

დ) 131 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე და 28-ე პუნქტები:

„27. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი.

28. სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი.“.

4. ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხას (დანართი №2) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფი სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების მომსახურებისთვის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე