„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016463
17
29/07/2025
ვებგვერდი, 30/07/2025
010260020.35.136.016463
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 29 ივლისი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №08 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 27/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.136.016380) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს) თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავებასა და დაგეგმვას;

ტ) ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვას;“.

2. დანართის მე-8 მუხლის ,,ი“,  ,,კ“,  ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები, ქალთა და მამაკაცთა უფლებების  რეალიზაციისათვის;

კ) განიხილოს ქალთა და მამაკაცთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერთან და აპარატის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ლ) ქალთა და მამაკაცთა უფლებების დარღვევის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მერთან და აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები;

მ) წელიწადში ერთხელ მერს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა და მამაკაცთა უფლებების მდგომარეობის შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე