,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 163, 14/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.167
  • Word
222
12/11/2008
სსმ, 163, 14/11/2008
010.240.030.10.003.001.167
,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №222

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №55, მუხ. 469) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; ამტკიცებს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმას და მისი გაცემის წესს;“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელოვნებო და სასპორტო განათლების, წიგნისა და საბიბლიოთეკო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა დარგების განვითარების სტრატეგიის საფუძველზე; სახელოვნებო და სასპორტო სკოლების, საშუალო და უმაღლესი პროფესიული სასწავლებლებისა და საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია, ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება; პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალისტთა მომზადების პრიორიტეტების განსაზღვრა; სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო სტანდარტების შემუშავებისა და დაცვის უზრუნველყოფა, საინფორმაციო ბანკის სრულყოფა და სისტემატიზაცია; საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა, პედაგოგიური და საბიბლიოთეკო კადრების ტრენინგების, პროფესიული დაოსტატებისა და გადამზადების ფორმების შემუშავება, აღნიშნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; ბიბლიოთეკების ფონდებისა და კოლექციების დაცვის, მათი შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის განაწილება და „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონებით სამინისტროსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში მონაწილეობა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი