დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.32.061.016454 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებასა (სსმ, ვებგვერდი, 25/10/2011, 010130000.32.061.016012) და დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი სახის
ცვლილებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მომართვის შემთხვევაში, განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ.“. 2. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას კვარტალურად წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.“. 3. წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) შექმნილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია“ (შემდგომში – კომისია).“. 4. წესის მე-3 მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს:“. 5. წესის მე-3 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4 1 . კომისიის მხრიდან რეგისტრაციითა და პირადი ნომრის მინიჭებით დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია, საჭიროების (დაინტერესებული პირის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის, მის მიერ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის, სხვა შემაფერხებელი გარემოებების არსებობის) შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, ხორციელდება სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომელიც იძლევა განმცხადებლისა და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ ელექტრონული კონტაქტის დამყარებისას დაინტერესებულ პირთან წარმოებული გასაუბრების ამსახველი ჩანაწერი ელექტრონული ფორმით ეგზავნება კომისიას და დაერთვის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.“. 6. წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, დაინტერესებული, უფლებამოსილი პირის კანონიერი წარმომადგენლის ან/და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მომართვის შემთხვევაში, სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც ვალდებული არიან გასცენ სათანადო პასუხი ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ერთ სამუშაო დღეში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები