დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის N174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016953 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №174 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/12/2024, 190020020.35.160.016909) და დადგენილების 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-15 და მე-16 მუხლები, ასევე მე-13 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი I ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 147 056,2 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 56 065,1 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 126 924,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 34 642,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 54 242,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 19 600,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (20 132,0) ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (- 14 510,5) ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-3 789,3) ათასი ლარის ოდენობით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლებამ შეადგინა 3 789,3 ათასი ლარი, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ნაშთი შეადგენს 476,0 ათასი ლარს.
თავი IIპრიორიტეტებისა და პროგრამების აღწერა მუხლი 13. ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის განვითარება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად ქალაქ რუსთავის გამოწვევად რჩება ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა, აქედან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეკრეაციული სივრცეების შექმნა-რეაბილიტაციას; ასევე ფინანსდება საგზაო, სანიაღვრე, გარე განათებისა და ავარიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები და ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განახლდა მუნიციპალიტეტის ავტოპარკი, რამაც შეამცირა ქალაქში მავნე აირებით დაბინძურება.
2. დასუფთავება და გარემოს დაცვაგამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლად არის სამრეწველო მსხვილი ობიექტები, გარემოს დაცვის კანონით გამკაცრებული სანქციების ამოქმედება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული რეკრეაციული ფართობების ინტენსიური ზრდა და არსებულის მოვლა-პატრონობა. ამასთან ერთად უსაფრთხო გარემო და სანიტარული მდგომარეობის ყოველწლიური გაუმჯობესება წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს.
3. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
4. განათლებათვითმმართველობის მნიშვნელოვან პრიორიტეტებში მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებით და ზოგად განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის მიზნით მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს უწყვეტი პროფესიული განვითარების გეგმა. თვითმმართველობა პრიორიტეტეტის ფარგლებში ახდენს მოსწავლეთა და სტუდენტთა მაღალი აკადემიური მოსწრების წახალისებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მაღალკვალიფიციური კადრების გენერირებისა და ქალაქისა თუ ქვეყნის განვითარებაში.
5. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯებიპრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშწყობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, მუნიციპალური არქივის დაფინანსებას, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს და მუნიციპალური სერვისების განვითარების ხელშეწყობას.
6. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტიქალაქის კულტურული ტრადიციების დაცვა, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა თვითმმართველობის ერთ-ერთი უმინიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კულტურის სფეროში გასატარებელი ღონისძიებების შედეგად რუსთავი უნდა წარმოჩინდეს კულუტურული სამყაროს ღირსეული წევრად. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ ხელს უწყობს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლთა განვითარებას. დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ახალგაზრდობა თანამედროვე ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს. ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პროპაგანდისათვის თვითმმართველობა განაგრძობს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლინება, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
მუხლი 15. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
მუხლი 16. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 1 465,9 ათ. ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები