დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.017941 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.017633) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უცხო ქვეყანაში კერძო მიწვევით, ტურისტული საგზურით, სამკურნალოდ, დასასვენებლად ან სხვა მიზნით გამგზავრებისას (გარდა სამსახურებრივი მივლინების დროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისა), საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობოს საბაჟო დეპარტამენტის უფროსს ან მის პირველ მოადგილეს/მოადგილეს: ა) იმ ქვეყანაში გამგზავრებისას, რომელთანაც საქართველოს სავიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს – დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სავიზო განაცხადის წარდგენამდე; ბ) იმ ქვეყანაში გამგზავრებისას, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები