„შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016954
218
25/07/2025
ვებგვერდი, 28/07/2025
010250050.35.160.016954
„შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №218

2025 წლის 25 ივლისი

ქ. რუსთავი

„შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №48 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01/01/20203 წ., 010250050.35.160.016781) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეკომენდირებული ვიზიტების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით:

ა) I კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში 13 ვიზიტი;

ბ) II კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში 8 ვიზიტი;

გ) III კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში 4 ვიზიტი“;

ბ) დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. გამონაკლისი ვიზიტების რაოდენობასთან დაკავშირებით ვრცელდება, პროგრამის განმახორციელებლისა და მომსახურების მიმწოდებლის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობის შეფასებით.“;

გ) დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შესრულებულ სამუშაოდ ჩაითვლება საანგარიშო თვის განმავლობაში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა და ვიზიტების რაოდენობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე