დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის N181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016955 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №181 დადგენილების www.matsne.gov.ge, 01/01/2025 წ., 010250050.35.160.016916) პირველი მუხლით დამტკიცებული „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სამედიცინო დაწესებულება – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი დაწესებულება, რომელიც „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების წესისა და ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 21 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, პირს განუსაზღვრავს პერსონალური ასისტირების საჭიროებას.“; ბ) დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროგრამასთან შესაბამისობას/სისწორეს ადგენს პროგრამის განმახორციელებელი სამსახური, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისობის დადგენის შეთხვევაში, მომსახურების მიღების მსურველ პირს განესაზღვრება 1 თვის ვადა უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიმართვისთვის, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული).“; გ) დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული პერსონალურ ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმა/ დასკვნა წარედგინება პროგრამის განმახორციელებელ სამსახურს დოკუმენტის გაცემიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.“; დ) დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისია, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მიზნობრივი ტრანსფერის სახით პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ქალაქის მერს წარუდგენს დასაბუთებულ რეკომენდაციას მომსახურების მაძიებელი პირის პროგრამაში ჩართვის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის შესახებ. ქალაქის მერის რეზოლუციის შესაბამისად, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მომსახურების მაძიებელ პირს ეგზავნება მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების სია და საკონტაქტო ინფორმაცია.“; ე) ამოღებულ იქნას დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი; ვ) დანართი №1-ის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით. 2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება ხორციელდება სააგენტოში მიმართვის წერილის საფუძველზე. დაფინანსება მოიცავს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების მაძიებლის შეფასების, პერსონალური ასისტენტის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს და პროგრამის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს. 3. უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების მაძიებლის შეფასების/ასისტირების ტიპის განსაზღვრის ღირებულება შეადგენს 25 ლარს. 4. მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება: ა) რეგულარული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 60 საათი; ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 120 საათი. 5. რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) შეადგენს საათში 12 ლარს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის – საათში 13 ლარს. 6. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში. 7. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად, მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესაბამისად (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. 8. შესრულებული სამუშაოს დადასტურების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელ სამსახურსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემათ აქტზე ხელმომწერ მხარეებს. 9. უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ, მომსახურების მიღების მსურველ პირისათვის პერსონალური ასისტირების საჭიროების დადგენის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელ სამსახურსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემათ აქტზე ხელმომწერ მხარეებს. 10. ანგარიშსწორება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“; ზ) დანართი №1-ის მე-11 მუხლს დაემატოს მე-2 ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის განმახორციელებელი სამსახური (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვალის №01-13/ნ ბრძანება, დანართი №2) უფლებამოსილია, მიმწოდებელი ორგანიზაციისგან გამოითხოვოს მომსახურების მიმღები პირის მომდევნო კვირის „ტიპიური კვირის განრიგი“ – (ცხოვრების სტილის ფორმა), მონიტორინგის განხორციელების მიზნებისთვის.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები