დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 268 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130030000.10.003.025160 |
268
22/07/2025
ვებგვერდი, 25/07/2025
130030000.10.003.025160
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/09/2015, 130030000.10.003.018893) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართს („სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე მუხლი:
„მუხლი 30. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის ობიექტებისათვის ჩასატარებელი და ჩატარებული საპროექტო, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების შესახებ. ცნობები აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული სამშენებლო-სარემონტო მასალის, ტექნიკური საშუალებების/აღჭურვილობის და ძალების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ნორმის მოქმედება გავრცელდეს ამავე დადგენილების ამოქმედებიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები