დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის N51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-660 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.030.016375 |
|
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 29/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 480610000.22.030.016044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების პირველი პუნქტის:
|
ა)
,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) 131 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,131. საკონსულო სამსახურის და საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული ფორმით გაცემა ხდება მათთვის გამოყოფილი დიაპაზონების ფარგლებში, ქრონოლოგიის დაცვით.“; |
ბ)
,,ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალს აწარმოებს დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.“; |
გ)
„ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების შესახებ ინსტრუქციის (დანართი №6):
გ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. განცხადება-ანკეტის პირველი ნაწილი ივსება განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ, განცხადება-ანკეტის შევსებაში დახმარება შესაძლოა გაუწიოს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის თანამშრომელმა.“; გ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. განცხადება-ანკეტის მეორე ნაწილი ივსება უშუალოდ განცხადება-ანკეტის მიღებაზე პასუხისმგებელი საკონსულო თანამდებობის პირის ან სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ.“; |
დ)
„ი)“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ფორმების ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის შევსებისა და გამოყენების წესის (დანართი №9):
დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკონსულო თანამდებობის პირისათვის/სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის (შემდგომში – საკონსულო და დისპორის საკითხების დეპარტამენტი) უფლებამოსილი პირისათვის (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) დასაბრუნებელი მოწმობის მკაცრი აღრიცხვის ფორმების გადაცემის ფაქტი რეგისტრირდება ბრძანების №8 დანართით დამტკიცებულ დასაბრუნებელი მოწმობის ფორმების ელექტრონულ სარეგისტრაციო ჟურნალში.“; დ.ბ) მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შენიშვნა – საკონსულო სამსახურისთვის/საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტისთვის დასაბრუნებელი მოწმობის მკაცრი აღრიცხვის ან ელექტრონული ფორმის გაგზავნის დამადასტურებელი კორესპონდენციის ნომერი, თარიღი და ანგარიშფაქტურის ნომერი, ასევე საკონსულო თანამდებობის პირის სურვილის შემთხვევაში – სხვა დამატებითი ინფორმაცია;“; დ.გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ახორციელებს საკონსულო სამსახურის და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტისათვის დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული ფორმების კონკრეტული რაოდენობის გამოყოფას და აღნიშნული ფორმების ნომრების შესახებ ინფორმირებას. 6. საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ვალდებულია აწარმოოს ამ დანართის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული ფორმების ერთიანი რეესტრი, სადაც შესაძლებელი იქნება გამოყოფილი რაოდენობის, გამოყოფის თარიღისა და გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირება. დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული ფორმების ერთიანი რეესტრის წარმოება შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სადაც გამოყოფილი დასაბრუნებელი მოწმობის ფორმა პირობითად მიეთითება „ETD“ სერიული ნომრით და შესაბამისად აისახება №8 დანართით განსაზღვრულ ელექტრონულ ჟურნალში.“. |
2.
ბრძანების: |
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (შემდგომში – ადმინისტრაციული დეპარტამენტი) უზრუნველყოს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის დამზადება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) მიწოდება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“; |
ბ)
მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში წარმოდგენილ იქნა ნაპოვნი ვადიანი დასაბრუნებელი მოწმობა, მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ.“; |
გ)
55 და 56 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„55. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან მესამე სახელმწიფოში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია (შემდგომში – საკონსულო სამსახური) ან საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი უზრუნველყოფილი არ არის ელექტრონულ სისტემაზე წვდომით როგორც კავშირის არსებობის (ონლაინ), ასევე კავშირის არარსებობის (ოფლაინ) რეჟიმში, ან აღნიშნულ სისტემაზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხებულია, ხოლო დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა დაკავშირებულია ობიექტურ აუცილებლობასთან, პერსონალიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, ხელით შევსების გზით. ამ შემთხვევაში, პერსონალიზაცია ხდება ბრძანების №4 დანართის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალში, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადება-ანკეტაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე. 56. საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის წინასწარი შეტყობინება აუცილებელია ამ ბრძანების 55 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები