მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 23-ე ქუჩისათვის - „ტაძრისის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 23-ე ქუჩისათვის - „ტაძრისის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 3525202001
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016057
გ-35. 3525202001
21/07/2025
ვებგვერდი, 23/07/2025
000000000.00.153.016057
მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 23-ე ქუჩისათვის - „ტაძრისის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №-35. 3525202001

2025 წლის 21 ივლისი

 ქ. მცხეთა

 

 მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის  23-ე ქუჩისათვის  „ტაძრისის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ’’ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმის ამონაწერი) საფუძველზე,

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს  23-ე ქუჩას მიენიჭოს სახელი – „ტაძრისის ქუჩა “.

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                               გიორგი ელოშვილი