,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 18/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.017182
24/ნ
31/07/2025
ვებგვერდი, 01/08/2025
040030000.22.035.017182
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №24/ნ

2025 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/11/2020, 040030000.22.035.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების“:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტი:

ბ.ა) შრომით უფლებებზე ზედამხედველობის სამმართველო;

ბ.ბ) შრომით მიგრაციასა და იძულებით შრომაზე (ტრეფიკინგი) ზედამხედველობის სამმართველო;

ბ.გ)  სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აკრძალვის ზედამხედველობის სამმართველო;

ბ.დ) დარგობრივი რეგულირების სამმართველო;

ბ.ე) შრომით უფლებებზე ზედამხედველობის იმერეთის რეგიონული სამმართველო;

ბ.ვ) შრომით უფლებებზე ზედამხედველობის აჭარის რეგიონული სამმართველო.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის თანამშრომლებთან დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;“.

3. 61 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება მთავარ შრომის ინსპექტორს, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს. მასთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს მთავარი შრომის ინსპექტორი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აგვისტოდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე