დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთში მდებარე ვახტანგ ბეწუკელის ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ ბიჩელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-131. 131251994 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.154.016033 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-131.131251994
2025 წლის 18 ივლისი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში მდებარე ვახტანგ ბეწუკელის ქუჩისათვის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ ბიჩელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში მდებარე ვახტანგ ბეწუკელის ქუჩას შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ ბიჩელაშვილის სახელი, თანდართული რუკის მიხედვით.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: დ.თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.
5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები