„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016665
19
21/07/2025
ვებგვერდი, 23/07/2025
010260020.35.158.016665
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2025 წლის 21 ივლისი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის  №57 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/11/2017,  010260020.35.158.016382) დამტკიცებული  დანართი №1-ში  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარებას და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნას;

ბ) მერიაში ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისთვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მართვას; მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით; კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების დამუშავებას და არქივის წარმოებას;

გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადებას; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მერიის საჯარო მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; სამსახურებისთვის სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; კადრების საჭიროებათა შესწავლას და მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზებას;

დ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; სამართლებრივი აქტის პროექტის მერიის სამსახურის მიერ მომზადების შემთხვევაში, ასევე, მათ შედგენაში მონაწილეობის მიღებას და სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარ იურიდიულ ექსპერტიზას; განსახილველ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადებას; მერიის ინტერესების დაცვას  სასამართლოში ;

ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ხელშეწყობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებების განხორციელებისას და სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით – სათანადო ხელშემწყობი პირობების შექმნას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობისთვის;

ვ) საკრებულოს და მერიის  სამსახურების  მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; პროგრამული პროდუქტების მომსახურების უზრუნველყოფას; კომპიუტერული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებაზე მონიტორინგს; ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიებას და მათთან ურთიერთობების განვითარებას; ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნას და განვითარებას;

თ) მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

ი) მერიაში დაგეგმილი შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;

1)  უზრუნველყოფს „ქალთა ოთახის“ ფუნქციონირებას;

კ) საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; ამ მიზნებისთვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით; დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – საკრებულო) მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;

ლ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენას, მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას;

მ) მერის საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადებასა და გამოქვეყნებას; მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირებას; მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;

ნ) მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა;

ო) მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნციპალური   საბჭოს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

პ) ადგილობრივ დონეზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების  მომზადება;

ჟ) მუნიციპალიტეტის  საქმიანობის ეფექტურობის და ქმედუნარიანობის ზრდის  ხელშეწყობა ქალებისა და გოგონების საჭიროებების  გამოვლენით და  ჩართულობით;

რ) ახორციელებს, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას და ასრულებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს;

ს) უზრუნველყოფს ვიზიტორთა საინფორმაციო-საკონსულტაციო  მომსახურებას;

ტ) მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის, ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, მათი უნარების განვითარება-ჩამოყალიბების საკითხებზე;

უ) უზრუნველყოფს  ქალისა და მამაკაცის რაოდენობრივი სტატისტიკის წარმოებას;

ფ) უზრუნველყოფს  მუნიციპალურ დონეზე,  ქალთა და გოგონათა მდგომარეობის და საჭიროების  კვლევებს;

ქ) შეისწავლის ქალისა და მამაკაცის თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემებს და   არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს;

ღ) აწყობს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან. ჩართულია ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, საჭიროებების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტში წარსადგენად;

ყ) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით  და დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის  ინფორმაციას;

შ) სახელმწიფო, თვითმმართველობის, საერთაშორისო  და ადგილობრივი ორგანიზაციების და კერძო სექტორის  პროგრამებისა და სერვისების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას  დაინტერესებულ მხარეებთან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით;

ჩ) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბენეფიციარების და პროგრამების  დაინტერესებულ მხარეებს  აკავშირებს და  ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების და სხვადასხვა ტექნიკის დაუფლების საქმეში;

ც) ქალთა შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას,  საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას;

ძ) სხვადასხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით აორგანიზებს  შეხვედრებს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის;

წ) უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

ჭ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

2. მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა განყოფილება.

3. მე-111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11​1. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა განყოფილება

1.   ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა განყოფილების  ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა;

ბ) მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური   საბჭოს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ადგილობრივ დონეზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების  მომზადება;

დ) მუნიციპალიტეტის  საქმიანობის ეფექტურობის და ქმედუნარიანობის ზრდის  ხელშეწყობა ქალებისა და გოგონების საჭიროებების  გამოვლენით და  ჩართულობით;

ე) ახორციელებს, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას და ასრულებს გენდერული თანასწორობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს;

ვ) უზრუნველყოფს ვიზიტორთა საინფორმაციო-საკონსულტაციო  მომსახურებას;

ზ) მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის, ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, მათი უნარების განვითარება-ჩამოყალიბების საკითხებზე;

თ) უზრუნველყოფს  ქალისა და მამაკაცის რაოდენობრივი სტატისტიკის წარმოებას;

ი) უზრუნველყოფს  მუნიციპალურ დონეზე,  ქალთა და გოგონათა მდგომარეობის და საჭიროების  კვლევებს;

ი​1) უზრუნველყოფს „ქალთა ოთახის“ ფუნქციონირებას;

კ) შეისწავლის ქალისა და მამაკაცის  თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემებს და   არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს;

ლ) აწყობს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან. ჩართულია ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, საჭიროებების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტში წარსადგენად;

მ) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით  და დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის  ინფორმაციას;

ნ) სახელმწიფო, თვითმმართველობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და კერძო სექტორის  პროგრამებისა და სერვისების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებთან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით;

ო) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბენეფიციარების და პროგრამების  დაინტერესებულ მხარეებს  აკავშირებს და ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების და სხვადასხვა ტექნიკის დაუფლების საქმეში;

პ) ქალთა შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას,  საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას;

ჟ) სხვადასხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით აორგანიზებს  შეხვედრებს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის;

რ) უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს ,, ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

ს) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი