“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ “სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ “სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 666
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 07/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 25/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.027
  • Word
666
03/08/2006
სსმ, 104, 07/08/2006
360.160.000.22.023.009.027
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ “სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.027

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

 ბრძანება 666

2006 წლის 3 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ” (სსმ III, 2005 წ., №116 მუხ. 1277) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. იმ სასარგებლო წიაღისეული რესურსების აუქციონის საწყისი ფასი, რომელთა შესწავლა არ განხორციელებულა და შესაბამისად არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში, განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

Q1 – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, რომელიც ტონებსა და მ3-ში განისაზღვრება 1000 ერთეულით, ხოლო გრამებში, კარატებსა და კ.კალორიებში – 10000 ერთეულით.“.

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ანგარიშსწორების წესი

1. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს მიერ გამოქვეყნე-ბულ განაცხადში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს ,,ბე“, რომელიც კონკრეტული სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასის 20%-ის ტოლია.

2. პრეტენდენტს, აუქციონში ვერგამარჯვების შემთხვევაში, უბრუნდება გადახდილი ,,ბე“, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ,,ბე“-ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო ფასში.

3. ,,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვებდებარება, თუ:

ა) არასაპატიო მიზეზით პრეტენდენტი აუქციონზე არ გამოცხადდა;

ბ) თუ გამარჯვებული ,,პრეტენდენტი“ დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში).“

4. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღის ვადაში ,,პრეტენდენტმა“ ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ცალკეულ ობიექტზე აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასის მიხედვით განისაზღვრება ანგარიშსწორების შემდეგი წესი:

ა) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 50 001-დან 150 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა ,,პრეტენდენტმა“ აუქციო-ნის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 45 დღის ვადაში, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 150 001-დან 300 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა ,,პრეტენდენტმა“ აუქციო-ნის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 300 001-დან 500 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა ,,პრეტენდენტმა“ აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

დ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 500 001-დან 1 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა ,,პრეტენდენტმა“ აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 9 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 1 000 001-დან 5 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა ,,პრეტენდენტმა“ აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 12 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად.

ვ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 5 000 001-დან 10 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა ,,პრეტენდენტმა“ აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 18 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად.

ზ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 000 001-დან 20 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა ,,პრეტენდენტმა“ აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 24 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

თ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 20 000 001 ლარზე მეტს, ,,პრეტენდენტის“ მოთხოვნის გათვალისწინებით, მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს გრაფიკს თანხის გადახდის გადავადების თაობაზე. მთავრობის მიერ ინფორმაციის მოწონების შემთხვევაში, მინისტრი ამტკიცებს თანხის გადახდის შესაბამის გრაფიკს.

6. თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში) აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და ძალადაკარგულად ცხადდება მინისტრის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის თაობაზე.“.

2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი