ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ

ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-89. 89251982
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.164.016002
გ-89. 89251982
17/07/2025
ვებგვერდი, 21/07/2025
000000000.00.164.016002
ქ. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-89. 89251982

2025 წლის 17 ივლისი

ქ. ყვარელი

. ყვარელში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს  ორგანული   კანონის ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი   პუნქტის   ,,ა.ე“   ქვეპუნქტისა  და საქართველოს   მთავრობის   2015   წლის 1 ივნისის №239   დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის  საზღვრებში მდებარე  გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად:

1. ქ. ყვარელში, სამ უსახელო ქუჩას მიენიჭოს:

ა) დავით აღმაშენებლის VI შესახვევის სახელი, დანართის შესაბამისად;

ბ) დავით აღმაშენებლის VII შესახვევის სახელი, დანართის შესაბამისად;

გ) დავით აღმაშენებლის VIII შესახვევის სახელი, დანართის შესაბამისად.

2. ამ  განკარგულების  საფუძველზე  ყვარლის  მუნიციპალიტეტის  მერიამ  ოთხი თვის   განმავლობაში   უზრუნველყოს   კანონმდებლობით   დადგენილი   წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს    განკარგულება    მისი    მიღებიდან    10    დღის    ვადაში    გადაეგზავნოს საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს  მმართველობის  სფეროში  მოქმედ სსიპ   სახელმწიფო  სერვისების  განვითარების  სააგენტოს,  საქართველოს შინაგან    საქმეთა    სამინისტროს,    საქართველოს    ცენტრალურ    საარჩევნო კომისიას,       საჯარო       რეესტრის       ეროვნულ       სააგენტოს       და  სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად.

4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

5. განკარგულების გასაჩივრება  შეიძლება  მისი ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის ვადაში, გურჯაანის    რაიონულ    სასამართლოში  (მისამართი:  გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24).

 

საკრებულოს თავმჯდომარე          ილია მზექალაშვილი