ქ. ყვარელში უსახელო ქუჩისთვის ,,ილიას ტბის“ სახელის მინიჭების შესახებ

ქ. ყვარელში უსახელო ქუჩისთვის ,,ილიას ტბის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-89. 8925198001
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.164.016001
გ-89. 8925198001
17/07/2025
ვებგვერდი, 21/07/2025
000000000.00.164.016001
ქ. ყვარელში უსახელო ქუჩისთვის ,,ილიას ტბის“ სახელის მინიჭების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-89. 8925198001

2025 წლის 17 ივლისი

ქ. ყვარელი

. ყვარელში უსახელო ქუჩისთვის „ილიას ტბისსახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად:

1. მიენიჭოს „ილიას ტბის“ სახელი ქ. ყვარელში მდებარე უსახელო ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

2. ამ განკარგულების საფუძველზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის განმავლობაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად.

4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (ქ. გურჯაანი, გურჯაანის სანაპიროს ქ. №24) მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                              ილია მზექალაშვილი