დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ქუთაისში ედუარდ როძევიჩის ქუჩისათვის ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის, სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.123.016017 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 375
2025 წლის 18 ივლისი
ქალაქ ქუთაისში ედუარდ როძევიჩის ქუჩისათვის ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის, სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე:
მუხლი 1. ქალაქ ქუთაისში ედუარდ როძევიჩის ქუჩას მიენიჭოს ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის, სახელი.
მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები