საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 846
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 08/11/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 29/11/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000218
846
08/11/1991
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 29/11/1991
000000250.02(0).000.000218
საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

 

დადგენილება №846

 

1991 წლის 8 ნოემბერი

 

ქ. თბილისი

 

საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს დუშეთის რაიონის პრეფექტების კაბინეტის სხდომის 1991 წლის 8 აგვისტოს №30 გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდეს პურპროდუქტების მრეწველობის რესპუბლიკური სამრეწველო გაერთიანების შუამდგომლობა საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის ხორხის მეცხოველეობის მეურნეობის მიწებიდან (სოფლები: გუდრუხი, ხარტიში, ზემო თვალივი, ქვემო თვალივი) დამხმარე სასოფლო მეურნეობის (მეცხოველეობის) მოსაწყობად გამოყოფილი 468 ჰექტარი ფართობი (სათიბი - 130 ჰექტარი, საძოვარი - 320 ჰექტარი, საკარმიდამო მიწები - 18 ჰექტარი), მასზე არსებული ფერმის შენობა-ნაგებობებით დაუბრუნდეს ყოფილ მიწათმოსარგებლეს - ხორხის მეცხოველეობის მეურნეობას.

2. ამასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 20 ივნისის №307 დადგენილების 27-ე პუნქტი, რომელიც ეხება საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დამხმარე სასოფლო მეურნეობის მოსაწყობად ხორხის მეურნეობის მიწებიდან 468 ჰექტარი მიწის გამოყოფას.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ბ. გუგუშვილი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი  ა. ლანდია