„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №130 დადგენილებაში ცლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016724
132
18/07/2025
ვებგვერდი, 21/07/2025
010250050.35.123.016724
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №130 დადგენილებაში ცლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №132

2025 წლის 18 ივლისი

ქ. ქუთაისი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №130 დადგენილებაში ცლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებ­ლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №130 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27.06.2025, №010250050.35.123.016722), კერძოდ:

1. შეიცვალოს დადგენილების მე-2 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების შემთხვევაში, მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვროს საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის მუნიციპა­ლიტეტის საკუთრებაში ე.წ. თეთრი კარკასული მდგომარეობით გადასაცემი ფართის ოდენობის შესაბამისი საბაზრო ღირებულების გადახდა. ასეთ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ფართი განისაზღვრება კანონმდებლო­ბით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ნამატი საანგარიშო ფართის 4%-ის ოდენობით. საკომპენსაციო ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხდება მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.

(დანართი თეთრი კარკასული მდგომარეობის განსაზღვრების შესახებ წინამდებარე დადგე­ნი­­ლ­ე­ბას თან ერთვის)“.

2. შეიცვალოს დადგენილების მე-3 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ამ დადგენი­ლების მიზნებისთვის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება საზოგადოებრივი დაინტერესების პირის – აუდიტის უფლებამოსილების მქონე პირის აუდიტორული დასკვნის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.“.

3. შეიცვალოს დადგენილების მე-4 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დაშვებული სახეობების გადაყვანა მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის ფართად საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში, საანგარიშო ფართის საცხოვრებელ ფუნქციად გადასაყვანი ფართის გათვალისწინებით, მაკომპენსი­რებელ ღონისძიებად განისაზღვროს საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის მუნიციპა­ლიტეტის საკუთრებაში ე.წ. თეთრი კარკასული მდგომარეობით გადასაცემი ფართის ოდენობის შესაბამისი საბაზრო ღირებულების გადახდა. ასეთ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ფართი განისაზღვრება 4%-ის ოდენობით. საკომპენსაციო ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხდება მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია