„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.025151
259
17/07/2025
ვებგვერდი, 18/07/2025
470000000.10.003.025151
„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №259

2025 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 470000000.10.003.024868) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №12 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“ − პროგრამული კოდი:  27 03 03 01):

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 48 605.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სათემო ამბულატორიული მომსახურება

 9,149.8

2

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

134.0

3

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151.0

4

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის

662.3

5

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება

 3,276.0

6

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება:

  32,091.2 

6.1

მ/შ., დანართ №12.9-ითა და დანართ №12.10-ით გათვალისწინებული მომსახურებისთვის

26,645.5

7

ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

1,054.1

8

ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

 2,002.6

9

ასერტული მკურნალობის კომპონენტის თანადაფინანსება

84.0

 

სულ:

    48,605.0.“.

                                                                                                                  

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12.  2025 წლის 31 მაისის მდგომარეობით, პროგრამის მე-3 მუხლის   მე-7 პუნქტის მოსარგებლე პირები ზრუნვის სააგენტოს მიერ ჩაითვალონ ჩარიცხულ მოსარგებლეებად ამავე მომსახურების ფარგლებში.“.

3. №12.12 დანართი („ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლების მიხედვით“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №12.12

ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლების მიხედვით

ქალაქი/რეგიონი

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი

შპს  – ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

 179,340.“.

                                                                                                                  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე