“ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მაისის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მაისის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 735
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 07/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.020
  • Word
735
01/08/2006
სსმ, 104, 07/08/2006
040.030.000.22.022.009.020
“ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მაისის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.020

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №735

2006 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქ-ტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში” (სსმ III, 01.04.2005წ., №37, მუხ. 380) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული ახალი განცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმა-ნათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.“.

2. დებულების 221 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტუდენტების ჩარიცხვები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით შესაძ-ლებელია განხორციელდეს სწავლების მეორე წლიდან კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 1 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე და უნდა გაფორმდეს ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათ-ლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.“.

3. დებულების 221 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტი გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება ამ სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ. პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.“.

4. დებულების 221 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა, თუ მათი რაოდენობა აღემატება აკრედიტაციის შედეგად მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე შესაძლებელია, თუ:

ა) არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგან-მანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;

ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.“.

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია