“საჯარო სამართლის იურიდიული პისი – კონსტანტინე ამირეჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს 2006 წლის 31 მაისის №566 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word
“საჯარო სამართლის იურიდიული პისი – კონსტანტინე ამირეჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს 2006 წლის 31 მაისის №566 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 733
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 07/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 03/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.019
  • Word
733
31/07/2006
სსმ, 104, 07/08/2006
040.030.000.22.022.009.019
“საჯარო სამართლის იურიდიული პისი – კონსტანტინე ამირეჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს 2006 წლის 31 მაისის №566 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.019

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №733

2006 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტანტინე ამირეჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №566 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე,

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტანტინე ამირეჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №566 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., 5 ივნისი, №75)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაურში სიტყვები ,,კონსტანტინე ამირეჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი” შეიცვალოს სიტყვებით: ,, კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი” და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ”;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის დროებითი წესდება”;

გ) ბრძანებით დამტკიცებულ წესდებას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის დროებითი წესდება”;

დ) წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებისა და  ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.”

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია