დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლები), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 28/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.090.000.10.003.001.156 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №211
2008 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლები), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლები), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,31. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად დაფუძნების შემდეგ 2009 წლის 1 იანვრამდე აფხაზეთის მთავრობას მიეცეს მათი დაფინანსების უფლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან (დანართის მიხედვით).“;
ბ) დადგენილების №2 და №3 დანართებს შორის საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის №228 დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სახელოვნებო და სასპორტო სკოლების შესახებ
| № | დასახელება | საშტატო ერთეული | კონტინგენტი | ადგილმდებარეობა |
| 1. | აფხაზეთის №1 სამუსიკო სკოლა | 14 | 175 | ქ. თბილისი |
| 2. | აფხაზეთის №2 სამუსიკო სკოლა | 25 | 157 | ქ. თბილისი |
| 3. | აფხაზეთის №1 სამხატვრო სკოლა | 13 | 85 | ქ. თბილისი |
| 4. | აფხაზეთის №1 კომპლექსური სასპორტო სკოლა | 23 | 416 | ქ. თბილისი.”. |
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები