დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის N60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-643 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040040.22.030.016371 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის №60 ბრძანებაში (სსმ, 24, 05/03/2010, სარეგისტრაციო კოდი: 480040040.22.030.014278) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის: |
ა)
პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკონსულო ლეგალიზაციის სფეროში საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).“; |
ბ)
მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) დეპარტამენტი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი;“; |
გ)
მე-6 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) დეპარტამენტი;“; |
დ)
მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეპარტამენტი, როგორც წესი, ახორციელებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციას. 3. თუ დოკუმენტი და აქტი გაცემულია და დადასტურებულია უცხო ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ, საკონსულო ლეგალიზაციას განახორციელებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური დაწესებულება და საკონსულო დაწესებულება ან დეპარტამენტი. 4. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი გაცემულია ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის არც ერთ საკონსულო ოლქში ან იმ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, რომელიც აკრედიტებულია უცხო ქვეყანაში, სადაც საქართველოს არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საკონსულო ლეგალიზაციას ახორციელებს დეპარტამენტი ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.“; |
ე)
მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დეპარტამენტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოში აკრედიტებულ უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირთა ხელმოწერისა და ბეჭდების ნიმუშების რეესტრი. 4. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტი განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი შესაბამისი უცხო ქვეყნის ორგანოს (მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების) ბეჭდის და ხელმომწერი თანამდებობის პირის ხელმოწერის ნიმუშების მოპოვების და გამცემი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ.“; |
ვ)
მე-13 მუხლის 11 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთათვის პირადი ნომრის მინიჭების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეპარტამენტის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საკონსულო დაწესებულების კოდური აღნიშვნა;“; |
ზ)
მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ლეგალიზაციისათვის გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.“; |
თ)
დანართი №4-ის (საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესი) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის ,,შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,(შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მიეთითება: საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელებისას „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხა, ხოლო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტის ლეგალიზაციისას „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხა).“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები