„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N02 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 15/07/2025
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016042
09
15/07/2025
ვებგვერდი, 15/07/2025
280030000.73.085.016042
„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N02 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის

ბრძანება №09

2025 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №02 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, 32-ე, – 341 მუხლების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის 31-ე – 34-ე მუხლების, სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 9 ივლისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №02 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი:  07/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016035) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის (რომელიც გამოითვლება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) შემთხვევაში მისი ყოველთვიური პენსია იქნება საპენსიო ფონდის მიერ მონაწილის შესაბამისი განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილის სქესის მიხედვით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 20%-ის ტოლი ან ნაკლები.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ მონაწილის განცხადებით მოთხოვნილია პენსიის/საპენსიო აქტივების პროგრამული გატანით (რომელიც გამოითვლება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) მიღება, თუმცა ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მისაღები პენსიის მოცულობა იქნება, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილის სქესის მიხედვით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 5%-ის ტოლი ან ნაკლები, მონაწილის შესაბამისი განცხადების მიუხედავად საპენსიო ფონდის მიერ პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა მხოლოდ ერთიანი გადახდით.“.

2. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მონაწილის მიერ პენსიის პროგრამული გატანით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, თუკი გამოვლინდება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, მცირე პენსიის გრძელვადიანი პროგრამული გატანის თავიდან აცილების მიზნით, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს პენსიის ერთიანად გაცემას.“

3. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის პროგრამული გატანით გაცემა, პენსიის დანიშვნა და პროგრამული გატანით გაცემა მოხდება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით, გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისი გარემოების გამოვლების შემთხვევისა, რა დროსაც განმცხადებლის მიერ პენსიის პროგრამული გატანით მოთხოვნის მიუხედავად, საპენსიო ფონდი საპენსიო აქტივების გაცემას უზრუნველყოფს ერთიანი გატანით.“.

4. დანართები 1(ა), 1(ბ), 2(ა), 2(ბ) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანებაზე თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დანართი 1 (). განცხადების ფორმა საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ, მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს

განცხადება

საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ

 მე, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე (სახელი,    გვარი), (პ/ნ               ),  წინამდებარე განცხადების თარიღისთვის ვარ საპენსიო ასაკის. შესაბამისად, მსურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მივიღო პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

საპენსიო ასაკში პენსიის მიღების

ფორმები

მონიშვნის გრაფა

ა) პროგრამული გატანით*

ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული (ყოველთვიური) გატანა.

ბ) ერთიანი გადახდით

თუ დადგინდება, რომ არ ვაკმაყოფილებ  საპენსიო ასაკში პენსიის ერთიანი გადახდით მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თანახმა ვარ, პენსია მივიღო პროგრამული გატანით.

             კი                არა

გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის

შეძენით

*ამ განცხადებაში პენსიის პროგრამული გატანით არჩევის მიუხედავად, თუ ამ განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის პენსიის მოცულობა იქნება, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილის სქესის მიხედვით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 5%-ის ტოლი ან ნაკლები, საპენსიო ფონდის მიერ პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა ერთიანი გადახდით.  

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და ჩემთვის ცნობილია შემდეგი:

  • უფლებამოსილი ვარ მივიღო საპენსიო აქტივები ერთიანი გადახდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

- საპენსიო ასაკს მივაღწიე საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა ან უკვე ვიყავი საპენსიო ასაკის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღისათვის;

- საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის შემთხვევაში ჩემი ყოველთვიური პენსია იქნება ამ განცხადების თაობაზე საპენსიო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სქესის მიხედვით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 20%-ის ტოლი ან ნაკლები.

  • ჩემ მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
  • წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის შეტყობინებები/ გადაწყვეტილებები, მათ შორის და არა მხოლოდ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩემთვის გაცნობა მოხდება ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით.
  • საპენსიო ფონდი უფლებამოსილია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
  • წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით, დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
  • პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
  • წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს  შედარებას და თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
  • არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში,  არ გადმომეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა, და ის რჩება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. შედარება ხორციელდება პენსიის პროგრამული გატანის შემთხვევაში, ყოველი გადაანგარიშებისას.
  • თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:

- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების ჩემთვის გადაცემას ინსტრუქციის შესაბამისად, იგივე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

- სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადმომცემს ინსტრუქციის შესაბამისად,  იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თანდართული დოკუმენტები:

ტელეფონის ნომერი:

მისამართი:

ელფოსტა:

მონაწილის ხელმოწერა:

თარიღი:

დანართი 1 (). განცხადების ფორმა საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ, მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს

განცხადება

საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ

მე, (სახელი,    გვარი  ), (პ/ნ               ),  დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის (სახელი,    გვარი), (პ/ნ               ),  წარმომადგენელი წინამდებარე განცხადების საფუძველზე, მონაწილის სახელით ვაცხადებ, რომ მონაწილე ამ განცხადების თარიღისთვის არის საპენსიო ასაკის. შესაბამისად, სურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად  მიიღოს პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

საპენსიო ასაკში პენსიის მიღების  ფორმები

მონიშვნის გრაფა

ა) პროგრამული გატანით

ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული (ყოველთვიური) გატანა.

ბ) ერთიანი გადახდით

თუ დადგინდება, რომ მონაწილე არ

აკმაყოფილებს საპენსიო ასაკში პენსიის ერთიანი გადახდით მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მონაწილე თანახმაა პენსია მიიიღოს პროგრამული გატანით.

კი                არა

გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის

შეძენით

* ამ განცხადებაში პენსიის პროგრამული გატანით არჩევის მიუხედავად, თუ ამ განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის პენსიის მოცულობა იქნება, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილის სქესის მიხედვით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 5%-ის ტოლი ან ნაკლები, საპენსიო ფონდის მიერ პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა ერთიანი გადახდით.  

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ“ ინსტრუქციას (შემდგომში – ინსტრუქცია) და როგორც ჩემთვის, ისევე მონაწილისთვის ცნობილია შემდეგი:

  • მონაწილე  უფლებამოსილია  მიიღოს  მის  ინდივიდუალურ  საპენსიო  ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივები ერთიანი გადახდით, თუ:

- საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღისათვის;

- საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის შემთხვევაში მონაწილის ყოველთვიური პენსია იქნება ამ განცხადების თაობაზე საპენსიო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სქესის მიხედვით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 20%-ის ტოლი ან ნაკლები.

  • მონაწილის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
  • წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის შეტყობინებები/ გადაწყვეტილებები, მათ შორის და არა მხოლოდ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გაცნობა მოხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით.
  • საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
  • წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით, დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
  • პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
  • წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს  შედარებას და თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
  • არაგეგმური მონიტორინგი, არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მონაწილეს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. შედარება ხორციელდება პენსიის პროგრამული გატანის შემთხვევაში, ყოველი გადაანგარიშებისას.
  • თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:

- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემას ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

- სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს მასს ინსტრუქციის შესაბამისად,  იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თანდართული დოკუმენტები:

[...]

ტელეფონის ნომერი: [...] მისამართი: [...]

ელფოსტა: [...]

მონაწილის წარმომადგენლის ხელმოწერა:

თარიღი: [...]

დანართი 2 (). განცხადების ფორმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის მიღების შესახებ მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს

განცხადება

შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ

მე, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე (სახელი,    გვარი), (პ/ნ               ),   წინამდებარე განცხადების თარიღისთვის ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რაც დასტურდება წინამდებარე განცხადებაზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტით. შესაბამისად, მსურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მივიღო პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

შესაძლებლობების შეზღუდვისას მიღების

ფორმები

მონიშვნის გრაფა

) პროგრამული გატანით *

ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული (ყოველთვიური) გატანა.

) ერთიანი გადახდით

) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის

შეძენით

*ამ განცხადებაში პენსიის პროგრამული გატანით არჩევის მიუხედავად, თუ ამ განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის პენსიის მოცულობა იქნება, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილის სქესის მიხედვით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 5%-ის ტოლი ან ნაკლები, საპენსიო ფონდის მიერ პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა ერთიანი გადახდით. 

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში  ინსტრუქცია) და ჩემთვის ცნობილია შემდეგი:

  • ჩემ მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
  • წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის შეტყობინებები/ გადაწყვეტილებები, მათ შორის და არა მხოლოდ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩემთვის გაცნობა მოხდება ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით.
  • საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულისათვის კი მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
  • წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
  • პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
  • წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს  შედარებას და თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.
  • არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში არ გადმომეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. შედარება ხორციელდება პენსიის პროგრამული გატანის შემთხვევაში, ყოველი გადაანგარიშებისას.
  • თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:

- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების ჩემთვის გადმოცემას ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

- სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადმომცემს ინსტრუქციის შესაბამისად,  იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თანდართული დოკუმენტები: [..]

ტელეფონის ნომერი: [..] მისამართი: [..]

ელფოსტა: [..]

მონაწილის ხელმოწერა:

თარიღი: [..]

დანართი 2 (). განცხადების ფორმა შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს

განცხადება

შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ

მე, (სახელი,    გვარი), (პ/ნ               ),  დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის (სახელი,    გვარი  ), (პ/ნ               ),  წარმომადგენელი წინამდებარე განცხადების საფუძველზე, მონაწილის სახელით ვაცხადებ, რომ მონაწილე ამ განცხადების თარიღისთვის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რაც დასტურდება წინამდებარე განცხადებაზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტით.  შესაბამისად, სურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად  მიიღოს პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

შესაძლებლობების შეზღუდვისას პენსიის

მიღების ფორმები

მონიშვნის გრაფა

ა) პროგრამული გატანით*

ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული (ყოველთვიური) გატანა

ბ) ერთიანი გადახდით

გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის

შეძენით

*ამ განცხადებაში პენსიის პროგრამული გატანით არჩევის მიუხედავად, თუ ამ განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის პენსიის მოცულობა იქნება, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილის სქესის მიხედვით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 5%-ის ტოლი ან ნაკლები, საპენსიო ფონდის მიერ პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა ერთიანი გადახდით. 

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და როგორც ჩემთვის, ისევე მონაწილისთვის ცნობილია შემდეგი:

  • მონაწილის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
  • წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის შეტყობინებები/ გადაწყვეტილებები, მათ შორის და არა მხოლოდ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაწილისათვის/ პენსიის მიმღებისათვის გაცნობა მოხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით.
  • საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა  გარემოება  და  გადაწყვეტილება  მიიღოს  ამ  გარემოებათა  შეფასებისა  და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.  აღნიშნულისათვის კი  მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა ნებისმიერ პირს ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვის, დამუშავების მიზნით.
  • წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნით დამუშავდება პერსონალური მონაცემები.
  • პასუხისმგებელი ვარ წინამდებარე განცხადების და მისი დანართ(ებ)ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
  • წინამდებარე განცხადების მიღების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს  შედარებას, და თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ (შემდგომში – მონიტორინგის წესი) შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს. შედარება ხორციელდება პენსიის პროგრამული გატანის შემთხვევაში, ყოველ გადაანგარიშებისას.
  • არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს წინამდებარე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მონაწილეს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და ის რჩება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
  • თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:

- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემას ინსტრუქციის შესაბამისად, იგივე ფორმით თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

- სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს მას ინსტრუქციის შესაბამისად,  იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თანდართული დოკუმენტები:

1. [...]

[...]

ტელეფონის ნომერი: [...] მისამართი: [...]

ელფოსტა: [...]

მონაწილის წარმომადგენლის ხელმოწერა:

თარიღი: [...]

სსიპ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე