„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 15/07/2025
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016041
08
15/07/2025
ვებგვერდი, 15/07/2025
280030000.73.085.016041
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის

ბრძანება №08

2025 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-6 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის, საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 9 ივლისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 07/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016037) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორცილების ვალდებულების შესრულებისათვის საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელება ხდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე (გარდა კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ელექტრონულ სისტემაში საპენსიო დეკლარაციის შევსების გარეშე. სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში საპენსიო შენატანების განხორციელება ხდება სახაზინო სამსახურის მეშვეობით, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდი – ელექტრონულ სისტემაში თითოეული დამსაქმებლისთვის/თვითდასაქმებულისათვის შექმნილი ელექტრონული გვერდი, სამუშაო სივრცე, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ამ ინსტრუქციის შესაბამისად ახდენს შედარებას, წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების ინიცირებას და წარდგენას, ასევე სადაც აისახება საპენსიო დეკლარაციები და რომელსაც იყენებს საპენსიო ფონდისაგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო ფონდთან კომუნიკაციის მიზნებისათვის;“

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დამსაქმებელი, რომელიც 2025 წლის 1 მაისამდე არ არის დარეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ შესაძლოა ეცნობოს შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით.“

4. მე-8 მუხლის:

ა) მე-4 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო დეკლარაციის წარდგენამდე და წარდგენის მიზნით, ასევე საშემოსავლო დეკლარაციის შესწორებისას, დამსაქმებლი/თვითდასაქმებული ვალდებულია არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის  წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის ბოლო დღის ან საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების დღის 24:00 საათისა, უზრუნველყოს შესაბამისი საპენსიო შენატანის ოდენობის თანხის ჩარიცხვა ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რომელიც აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, საბალანსო თანხის ნაწილში. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მხოლოდ საბალანსო თანხის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხვა/გადარიცხვა ან მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა არ წარმოადგენს დამსაქმებლის, ან თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებას.

5. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უფლებამოსილია განახორციელოს წლიური დეკლარაციის დახურვა ან ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე ავტომატურად დაიხურება საპენსიო დეკლარაცია/შესწორებული საშემოსავლო დეკლარაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საპენსიო შენატან(ებ)ის ჯამური თანხის ოდენობის საბალანსო თანხა ასახულია დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე.

6. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვერ შეძლებს წლიური დეკლარაციის დახურვას, ან ელექტრონული სისტემა ავტომატურად ვერ დახურავს საშემოსავლო დეკლარაციის (მათ შორის, საშემოსავლო დეკლარაციის შესწორებისას) წარდგენით ინიცირებულ საპენსიო დეკლარაციას, თუ საბალანსო თანხა არ არის ტოლი ან მეტი:

ა) წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციით განსახორციელებელი საპენსიო შენატანების ჯამურ თანხაზე, ან

ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საშემოსავლო დეკლარაციის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატან(ებ)ის მოცულობაზე.

ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არარსებობისას, ვერ მოხდება დასაქმებულებზე ან თვითდასაქმებულზე საპენსიო შენატან(ებ)ის განაწილება და დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება შეუსრულებელი იქნება.“;

ბ) მე-7 პუნქტების შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით, მესამე პირის მიერ ჩარიცხული თანხა აისახება დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე თანხის ჩარიცხვიდან და შესაბამისი წერილობითი განცხადების წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი არ განახორციელებს დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მაგივრად და ხარჯით შეტანის/გადარიცხვის დადასტურებას ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით და საპენსიო შენატანის განხორციელების ვადამდე არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე, საპენსიო ფონდი ვერ უზრუნველყოფს შეტანილი/გადარიცხული თანხის შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხაში ასახვას, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის – ჯარიმის და საურავის დაკისრების საფუძველს.“.

5. მე-11 მუხლის

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის საჭიროა დამსაქმებელმა არაუგვიანეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღის 24:00 საათამდე (ხოლო ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამის ვადაში) საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხოს საბალანსო თანხა, არანაკლებ შესაბამის საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული დასაქმებულისათვის/დასაქმებულებისათვის (რომლებიც სავალდებულო წესით მონაწილეობენ საპენსიო სქემაში ან ნებაყოფლობით/ხელახლა გაწევრიანდნენ) საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 % + 2 %-ის ოდენობით.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში, თუ წარმოიშობა საპენსიო შენატან(ებ)ის განხორციელების ვალდებულება ან იზრდება საპენსიო შენატანის მოცულობა, ასეთ შემთხვევაში საპენსიო შენატანის/შენატანების სათანადოდ განხორციელების მიზნით დამსაქმებელი ვალდებულია არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების დღის 24:00 საათამდე (ხოლო ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საპენსიო შენატანის განხორციელებამდე 2 სამუშაო დღით ადრე) უზრუნველყოს საბალანსო თანხის შესაბამისი მოცულობის ჩარიცხვა/გადარიცხვა საპენსიო ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ავტომატურად გენერირებული საპენსიო დეკლარაცია.

52. საქართველოს საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში დამსაქმებელის მიერ ყოველი აღნიშნული შესწორება გამოიწვევს საპენსიო შენატანის შესაბამისი ცვლილების საჭიროებას,  თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მონიტორინგის წესის საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის – ჯარიმის დაკისრების საფუძველს, თუ ამ მუხლის 51 პუნქტით დადგენილ ვადაში, ამ ინსტრუქციისა და ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე სრულად და ჯეროვნად შესრულდება საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შედეგად გამოვლენილი საპენსიო შენატან(ებ)ის განხორციელების ვალდებულება.“.

6. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი სახით:

„ა) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ნაკლებობით აქვს განხორციელებული საპენსიო შენატანი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ცვლილების ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა ავტომატურად ელექტრონულ სისტემაში აინიცირებს დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის შექმნას, ხოლო დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის დახურვისათვის დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოს არანაკლებ შესაბამისი საპენსიო შენატანის მოცულობის საბალანსო თანხის არსებობა, რის შემდგომაც საპენსიო შენატანი განხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად, ამ ინსტრუქციის საფუძველზე, არაუგვიანეს შეცვლილი ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღის 24:00 საათისა;“.

7. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოთხოვნა წარუდგინოს დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს და განუსაზღვროს 5 (ხუთი)-სამუშაოდღიანი ვადა,  დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან 40 (ორმოცი) სამუშაო დღის ვადაში საპენსიო ფონდი განიხილავს და საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში განახორციელებს შედარებას. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლისა და შედარების შედეგად საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი თანხა გადაურიცხოს/ჩაურიცხოს დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბანკო ანგარიშზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ დამატებით ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, რაც ეცნობება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. საპენსიო ფონდის უარი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ეცნობება ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 8 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


სსიპ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე