დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 15/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280030000.73.085.016040 |
|
„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-6 მუხლის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის, საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 9 ივლისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 07/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016036) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ეს წესი ასევე ადგენს პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის და ნებისმიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ჩაბარების/გაცნობის, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით ჩაბარების/გაცნობის წესს.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შემოწმება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან ან/და საპენსიო ფონდის სხვა ინფორმაციასთან/მონაცემებთან შედარება, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით;“; გ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სამართალდამრღვევი – უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი/ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით გენერირებული ელექტრონულ საჯარიმო ქვითრით/გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დამსაქმებელი; კ) საურავი –თანხა, რომელიც ერიცხება საპენსიო შენატანის იმ ოდენობას, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის დამატებული 5 პროცენტის ოდენობით. საურავის დარიცხვა განხორციელდება წელიწადში 365 დღეზე დაანგარიშებით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის მიერ ამ საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე.“; დ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) ელექტრონული საჯარიმო ქვითარი – 2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ფონდის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელს ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“. 3. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი.“ ბ) მე-5 პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ) 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით მონიტორინგის განხორციელებისას, გაფრთხილებას დამსაქმებლისთვის შემოწმებამდე განსაზღვრულ 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიან ვადაზე, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული პირი უფლებამოსილია აღმოფხვრას ვალდებულების შეუსრულებლობის (საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის) ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სახელმწიფო დამსაქმებლების მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი გამოვლინდება მონიტორინგის საფუძველზე, მათ შორის, სახაზინო სამსახურის სისტემით მოწოდებული ინფორმაციის და საპენსიო ფონდის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი მონიტორინგის ბრძანების დამსაქმებლისთვის გაცნობის თარიღიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია აღმოფხვრას საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ფონდს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას ან საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი (გარდა სახელმწიფო დამსაქმებლისა) არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების შესრულების მიზნით საჭიროა დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში. დამსაქმებლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საკითხი განისაზღვრება ინსტრუქციით დადგენილი წესით.“. 5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მონიტორინგის პროცესი 1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს შემოწმებას და შეისწავლის/განიხილავს დამსაქმებლის მიერ მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელიც მოძიებულ/მიღებულ იქნა მონიტორინგის პროცესში. 2025 წლის 1 მაისის შემდგომ მონიტორინგის პროცესი დაიწყება შემოწმებით. 2. მონიტორინგის პროცესში უფლებამოსილი თანამშრომელი უფლებამოსილია შესაბამის დამსაქმებელს წერილობით, ზეპირი ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით კომუნიკაციის ფორმით დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულების დაზუსტება ან/და წარდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას. 3. თუ შემოწმების შედეგად, 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ ვალდებულებაზე ფიქსირდება მონაწილის/პენსიის მიმღების მიმართ როგორც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, ისე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, შესაბამისი მონაწილის/პენსიის მიმღების მიმართ დამსაქმებლის ვალდებულება კალენდარული წლის (სრული ან არასრული) ჭრილში განისაზღვრება ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად ნაკლებად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის შეჯერებით (გაქვითვით). 4. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის შემოწმების შედეგად: ა) გამოვლინდება საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი და ამავდროულად მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების განუხორციელებლობას, უფლებამოსილი თანამშრომელი დამსაქმებლის მიმართ ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს; ბ) გამოვლინდება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი და ამავდროულად მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას, უფლებამოსილი თანამშრომელი მოქმედებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად; გ) არ გამოვლინდება შეუსაბამობა ან გამოვლინდება შეუსაბამობა, თუმცა მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაციით/დოკუმენტაციით/მტკიცებულებით დასტურდება, რომ აღნიშული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას, უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს, მონიტორინგის დასრულების შესახებ ბრძანების გამოცემის მიზნით.“. 6. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ საფუძველზე მონაწილის/მემკვიდრის მიერ ფონდისთვის პენსიის/საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის-გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე პენსიის მიმღებისათვის პროგრამული გატანის საფუძვლით პენსიის გადაანგარიშებისას, ფონდი უზრუნველყოფს შემოწმებას, რაც ამ მუხლის მიზნებისათვის გულისხმობს ელექტრონული სისტემის მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ მონაცემებთან შედარებას. შემოწმების შედეგად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული ხდება, ამ წესის შესაბამისად, არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს პენსიის დანიშვნის/საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ განცხადების განხილვის ან პენსიის გადაანგარიშების და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შემოწმების საფუძველზე არ დგინდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნისას/გაცემისას მონაწილეს/მემკვიდრეს/პენსიის მიმღებს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა.“. 7. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მონიტორინგის შედეგად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა გამოვლენილად ითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღეს.“. ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, ინსტრუქციით და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შესაბამისი საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის გამო, ამასთან, ინსტრუქციით დადგენილი წესით სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შესაბამის დამსაქმებელს დაეკისრება: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ან/და ბ) საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. დამსაქმებელს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის/შენატანების განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში, თუ აღნიშნული შესწორების შედეგად ამ ინსტრუქციით და ერთობლივი ნორმატიული აქტით დაგეგნილი წესით განხორციელდა საპენსიო შენატანი/შენატანები. 12. დამსაქმებელს დაეკისრება საურავი საპენსიო შენატან(ებ)ის ინსტრუქციით/ერთობლივი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და წესით განუხორციელებლობის (ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) შემთხვევაში, საპენსიო შენატან(ებ)ის შესაბამისი მოცულობის თანხაზე.“; გ) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საურავის დაკისრება არ ზღუდავს დამსაქმებელს განახორციელოს საპენსიო შენატან(ებ)ი. განსახორციელებელი საპენსიო შენატანის/შენატანების და მასზე დარიცხული საურავ(ებ)ის დაფარვა ხორციელდება კალენდარული თვეების რიგითობით, უპირველესად სათანადო საპენსიო შენატანის/შენატანების სრულად განხორციელების/დაფარვის შემდგომ მასზე დარიცხული შესაბამისი საურავის გადახდით. დამსაქმებელი ვერ განახორციელებს მომდევნო საპენსიო შენატან(ებ)ს, თუ სრულად არ დაიფარება არსებული საპენსიო შენატან(ებ)ი და მასზე დარიცხული საურავი. 4. 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებისათვის საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი გამოვლინდება ავტომატურად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის ვადის მომდევნო კალენდარულ დღეს ან საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში, აღნიშნული შესწორების მომდევნო კალენდარულ დღეს, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რის შედეგად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის – ჯარიმისა ან/და საურავის დაკისრება ხორციელდება ავტომატურად, თითოეული საშემოსავლო დეკლარაციასთან მიმართებით. 5. 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებისათვის ერთობლივი ნორმატიული აქტით ან/და ინსტრუქციის საფუძველზე, ელექტრონულ სისტემაში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება, არამედ ელექტრონული სისტემა ავტომატურად აგენერირებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა დაკისრების თაობაზე. აღნიშნული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმს.“; დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, დამსაქმებელის მიმართ გამოიცემა საპენსიო ფონდის ელექტრონული გადაწყვეტილება საურავის დაკისრებისა და შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არსებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე.“; ე) მე-6 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოვლენილად ითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერის დღეს. 7. დამსაქმებლისათვის დაკისრებული ჯარიმისა ან/და საურავის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მოცულობის შესახებ, განთავსდება დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე, ასევე შესაძლოა ეცნობოს შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით. 8. ამ მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს/გადაწყვეტილებას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში დაესმება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის /გადაწყვეტილების დამსაქმებლისათვის გაცნობა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითარი გამოიცემა არსებითად ამ წესის დანართი №2-ის ფორმით. 10. დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი წარდგენისას ან/და შესწორებისას ავტომატურად განხორციელდება შესაბამისი პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის ან ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირება, რის შედეგადაც, სათანადო გარემოებების გათვალისწინებით, დადგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შედეგები. 11. ამ მუხლით გათვალისწინებულის მიუხედავად, საპენსიო ფონდი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგის პროცესი ამ წესის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის/ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით.“. 9. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. საპენსიო ფონდის უფლებამოსილება მონიტორინგის პროცესში 1. ამ წესით განსაზღვრული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ პირს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო შესაბამისი პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპენსიო ფონდი მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის/პენსიის მიმღების/მემკვიდრის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ნებისმიერი პირისაგან, ნებისმიერი საშუალებით მიღებული ინფორმაცია/მონაცემები გაითვალისწინოს ამ წესის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ან/და საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ან/და შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისას.“. 10. მე-10 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების (ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ან/და მე-9 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების) გაცნობიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს: ა) გადაწყვეტილების შესაბამისად, საპენსიო შენატანის ფონდის მიერ განსაზღვრული წესით განხორციელებას, რაც მოიცავს საპენსიო შენატანის თანხის ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხვასა და შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელებას; ბ) დაკისრებული საურავის გადახდას (2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილი ვალდებულების მიმართ); გ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაკისრებული ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2. ამ წესის მე-9 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საურავისა და განუხორციელებელი საპენსიო შენატანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა განხორციელდება ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საბალანსო თანხის ჩარიცხვით. დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის ასახვის შემთხვევაში, პირველ რიგში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიფარება განსახორციელებელი საპენსიო შენატანი და შემდგომ საურავი. თუ საბალანსო თანხა არ არის საკმარისი საპენსიო შენატანისა ან/და საურავის სრულად დასაფარად, დაფარვა განხორციელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული რიგითობით და შესაბამისი პროპორციით.“. ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ მონიტორინგის შედეგად საურავის ან/და შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელება ხდება სახაზინო სამსახურის სისტემის მეშვეობით.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამართალდამრღვევის მიერ საურავის ან/და ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისაგან.“; დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება/საჯარიმო ქვითარი არ იქნება ნებაყოფლობით სრულად შესრულებული და ამავდროულად არ იარსებებს გადაწყვეტილების/საჯარიმო ქვითრის მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, აღნიშნული ვადის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფონდის გენერალური დირექტორი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს ამ წესის დანართი №3-ით წარმოდგენილი ფორმით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა და 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისთვის – შეუსრულებელ ვალდებულებაზე საურავის დაკისრების შემთხვევაში ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საურავი ირიცხება ინსტრუქციით განსაზღვრულ ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი თანხის და საურავის ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაცია(ები) და თანხა სააღსრულებო ფურცლის გათვალისწინებით ნაწილდება დასაქმებულ(ებ)ის/მონაწილე(ებ)ის/პენსიის მიმღებ(ებ)ის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ზემოთ მითითებულის შესაბამისად საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად შექმნის მიზნით, დამსაქმებლის პირველად რეგისტრაციას ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს საპენსიო ფონდი.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სააღსრულებო წარმოების პროცესში, დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის არსებობის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ფარგლებში განუხორციელებელი საპენსიო შენატანების დაფარვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნულის შედეგად, საპენსიო შენატანების განხორციელება/დაფარვა მოხდება ამ წესის ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისიწინებული პრინციპით.“. 12. მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.“; ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 13. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დამსაქმებელს წარედგინება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ასევე საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით გაცნობა. დამსაქმებლისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გაცნობილად ითვლება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე.“. 14. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამსაქმებლის შემოწმებული პერიოდის ხელახალი მონიტორინგი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ შემოწმებულ პერიოდზე გამოვლინდება ნებისმიერი ახალი ფაქტობრივი გარემოება. 2. განმეორებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა, თუ ასეთი შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან არ არის გასული 12 თვე.“. 15. დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანებაზე თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № [..] 1. შედგენის თარიღი: (რიცხვი, თვე, წელი). 2. შემდგენი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი. 3. სამართალდამრღვევი (შემდგომში – დამსაქმებელი): (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის/ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი)) 4. ინფორმაცია გამოვლენილი სამართალდარღვევის შესახებ: 5. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის – ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი: 6. საპენსიო შენატანის კანონმდებლობით დადგენილი წესით განუხორციელებლობისათვის დამსაქმებელს დაეკისროს ჯარიმა - [...] ლარის ოდენობით. 7. ჯარიმის გადახდის ინსტრუქცია: დამსაქმებელმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს წინამდებარე საჯარიმო ქვითრის თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ჯარიმის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტების გათვალისწინებით: ა) დამსაქმებლის რეკვიზიტები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი); ბ) დანიშნულება, სადაც უნდა მიეთითოს წინამდებარე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის რეკვიზიტები; გ) ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა; დ) ბანკის კოდი: ე) სახაზინო კოდი. 8. თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში): 9. სამართალდამრღვევის უფლებები: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის გათვალისწინებით, დამსაქმებელი უფლებამოსილია გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, ამასთან, ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით (მათ შორის, კოდექსი 252-ე მუხლით) გათვალისწინებული უფლებამოსილებით. დამსაქმებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება ეცნობება/წარედგინება მის ელექტრონულ გვერდზე, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ძალაშია მისი გამოწერის თარიღიდან, საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ (შემდგომში – წესი) საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას ჯარიმა არ იქნება ნებაყოფლობით სრულად გადახდილი და ამავდროულად არ იარსებებს საჯარიმო ქვითრის მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს წესის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის სააღსრულებო ფურცლის წარდგენას და სააღსრულებო წარმოებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელებას. წინამდებარე საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი გაცნობის (ელექტრონულ სისტემაში განთავსების) დღიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. წინამდებარე საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, გენერირებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტომატურად, ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად. დანართი №3 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის სააღსრულებო ფურცლის ფორმა სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის სააღსრულებო ფურცელი № -------------- (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი) -------------- (სააღსრულებო ფურცლის გაცემის ადგილი) 1. სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი ---------------------------------------------------------------------------------------------- 2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/საჯარიმო ქვითრის №---, შედგენის თარიღი ----, რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. 3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/საჯარიმო ქვითრის ძალაში შესვლის თარიღი: -----. 4. სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: ------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: ------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/საჯარიმო ქვითრის სარეზოლუციო ნაწილი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა: ----- 9. სახაზინო კოდი/ანგარიშის ნომერი: ----- 10. განსახორციელებელი საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ----- 11. დარიცხული საურავის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ------- 12. საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშ(ებ)ის ნომერი: -------- 13. დანართი №1 – მოვალის მიერ მონაწილეების მიხედვით გადასახდელი თანხის შესახებ ინფორმაცია, რომელიც თან ერთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე სააღსრულებო ფურცელს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს 14. უფლებამოსილი პირი ------------------------------- (ხელმოწერა/ბეჭედი) |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები