„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.025147
255
11/07/2025
ვებგვერდი, 14/07/2025
340170000.10.003.025147
„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №255

2025 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2020, 340170000.10.003.021946) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-7 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ითხოვს პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსებას, პროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სათბურის მოწყობის დაფინანსებისათვის, უნდა იყოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ან/და ქალი ან/და ახორციელებდეს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ითხოვს პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსებას, უნდა გააჩნდეს ფერმის შენობა-ნაგებობა და რძის პირველადი წარმოებისთვის საჭირო ელექტრომოწყობილობა ან/და მოწყობილობები და უნდა იყოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ან/და ქალი ან/და ახალგაზრდა (კაცი – 18-იდან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალი – 18-იდან 40 წლის ჩათვლით) ან/და ახორციელებდეს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული პირის შემთხვევაში − „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი);“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„4. პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვის შემთხვევაში, რომლითაც მოთხოვნილია პროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სათბურის მოწყობის დაფინანსება, რიგითობის დროს პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი პოტენციური ბენეფიციარის განაცხადის განხილვას, რომელიც:

ა) არის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული;

ბ) არის ქალი;

გ) ახორციელებს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში.

5. პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვის შემთხვევაში რიგითობის დროს პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი პოტენციური ბენეფიციარის განაცხადის განხილვას, რომელიც:

ა) არის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული;

ბ) არის ქალი;

გ) არის ახალგაზრდა (კაცი – 18-იდან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალი – 18-იდან 40 წლის ჩათვლით);

დ) ახორციელებს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე