დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.025145 |
|
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, 010240030.10.003.025024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა და დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით.“; ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელებას;“. 3. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის სფეროში, ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხითა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 12 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები