“ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით, შექმნილი სპეციალური ჯგუფების მიერ კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 10/2006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 01/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.008.999
  • Word
10/2006
01/08/2006
სსმ, 101, 01/08/2006
010.220.020.15.008.008.999
“ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით, შექმნილი სპეციალური ჯგუფების მიერ კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
“ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით, შექმნილი სპეციალური ჯგუფების მიერ კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.008.999

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №10/2006

2006 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფების მიერ კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტისა და 1293 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფების მიერ კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე     გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე

დანართი

ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით, შექმნილი სპეციალური ჯგუფების მიერ კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

1. სპეციალურ ჯგუფს ამომრჩეველთა ერთიან სიასთან ერთად გადაეცემა ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრის, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გამოტოვებულ ამომრჩეველთა აღრიცხვის რეესტრისა და არარეგისტრირებულ გარდაცვლილ ამომრჩეველთა აღრიცხვის რეესტრის ცარიელი ფორმები.

2. სპეციალური ჯგუფის წევრები კარდაკარ შემოვლის პრინციპით დაივლიან საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ოჯახს და ყოველი ამომრჩევლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მონაცემებს შეადარებენ მათ ხელთ არსებულ ამომრჩეველთა სიაში შეტანილ მონაცემებს.

3. თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანილი მონაცემი არ ემთხვევა ამომრჩევლის პირადობის მოწმობის მონაცემებს, სპეციალური ჯგუფის წევრს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რიგითი ნომერი და პირადობის მოწმობის მონაცემები გადააქვს ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრში. გრაფაში „ინფორმაციის წყარო“ წერს იმ პიროვნების სახელს და გვარს, ვისი ინფორმაციითაც გააკეთა შესწორება და ხელს აწერინებს ხელმოწერის გრაფაში.

4. თუ ამომრჩეველი გარდაცვლილია, ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი და ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მონაცემები სპეციალური ჯგუფის წევრს შეაქვს არარეგისტრირებულ გარდაცვლილ ამომრჩეველთა აღრიცხვის რეესტრში. გრაფაში „ინფორმაციის წყარო“ წერს იმ პიროვნების სახელს და გვარს, ვისი ინფორმაციითაც გააკეთა შესწორება და ხელს აწერინებს ხელმოწერის გრაფაში.

5. თუ ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მაგრამ თვითონ ან მისი ოჯახის წევრი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, რომლითაც დასტურდება, რომ ის ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველია, სპეციალური ჯგუფის წევრს ასეთი ამომრჩევლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მონაცემები შეაქვს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გამოტოვებულ ამომრჩეველთა აღრიცხვის რეესტრში. გრაფაში „ინფორმაციის წყარო“ წერს იმ პიროვნების სახელს და გვარს, ვისი ინფორმაციითაც გააკეთა შესწორება და ხელს აწერინებს ხელმოწერის გრაფაში.

6. სამივე სახის ფორმაში შეტანილი მონაცემების სისწორეს ფორმაზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ხელმოწერით ადასტურებენ ინფორმაციის შეგროვებაზე პასუხისმგებელი სპეციალური ჯგუფის წევრი(წევრები), სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარე და მდივანი.

7. ამომრჩეველთა ერთიანი სიის შემოწმების დასრულების შემდეგ ამომრჩეველთა ერთიან სიას და ცვლილებების აღრიცხვის რეესტრებს სპეციალური ჯგუფი დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.