„ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016532
12
11/07/2025
ვებგვერდი, 14/07/2025
010250050.35.121.016532
„ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2025 წლის 11 ივლისი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27.05.2025 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016529) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება 15 წევრისაგან. მათ შორისაა: საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს მდივანი.“.

2. დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში;“.

3. დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით“ დადგენილი წესით საკრებულოს წევრის/თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან/და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი