„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ნომერი 15/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.101.016019
15/ნ
11/07/2025
ვებგვერდი, 14/07/2025
010240030.22.101.016019
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
 
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება  №15/ნ

2025 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2025, 010240030.22.101.016018) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებით არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარის და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ერთდროულად დროებით არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე