დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017938 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30/11/2009; №147, მუხლი 1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქმისწარმოების სამმართველო;“; ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:“. 2. მე-11 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. 5. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურული ერთეულების უფროსებს, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები