“სპეციალური ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცებისა და სპეციალური ჯგუფების უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის თაობაზე"

  • Word
“სპეციალური ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცებისა და სპეციალური ჯგუფების უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 9/2006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 01/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.008.998
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
9/2006
01/08/2006
სსმ, 101, 01/08/2006
010.220.020.15.008.008.998
“სპეციალური ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცებისა და სპეციალური ჯგუფების უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის თაობაზე"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2006 - 28/08/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.008.998

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №9/2006

2006 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

სპეციალური ჯგუფის წევრების�� შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცებისა და სპეციალური ჯგუფების უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 1293 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

���� მუხლი 1

დამტკიცდეს სპეციალური ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსის დებულება დანართის შესაბამისად.

���� მუხლი 2

ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით, შექმნილი სპეციალური ჯგუფების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2006 წლის 23 აგვისტოდან � 12 სექტემბრის ჩათვლით.

���� მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

���� მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ��გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე

დანართი

სპეციალური ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსის

დებულება

სპეციალური ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსის (შემდგომში � კონკურსი) დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საფუძველზე. დებულება განსაზღვრავს კონკურსის ორგანიზების საკითხებს, ჩატარების წესს, ვადებსა და პირობებს.

��� მუხლი 1. კონკურსის მიზანი

ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სპეციალური ჯგუფების წევრთა არჩევა.

��� მუხლი 2. განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღება

1. საოლქო საარჩევნო კომისიას (შემდგომში � კომისია) ევალება კონკურსის საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის (შემდგომში � საკონკურსო დოკუმენტაცია) მიღება, შემოწმება და რეგისტრაცია.

2. კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2006 წლის 8 აგვისტოდან � 11 აგვისტოს ჩათვლით.

��� მუხლი 3. კონკურსის ჩატარების წესი, ვადები და პირობები

1. კომისია არა უგვიანეს 2006 წლის 7 აგვისტოსი განკარგულებით აცხადებს კონკურსს.

2. სპეციალური ჯგუფის წევრობის კანდიდატი (შემდგომში � კანდიდატი) კონკურსში მონაწილედ ჩაითვლება ამ დებულების შესაბამისად კომისიაში საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის შემდეგ.

3. კომისია კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციას განიხილავს და სპეციალური ჯგუფის წევრთა არჩევას ახდენს 2006 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით.

4. თუ 2006 წლის 12 აგვისტომდე ერთი სპეციალური ჯგუფის ვაკანტურ ადგილებზე სამზე ნაკლები განაცხადი აღმოჩნდა, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება გრძელდება დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენამდე.

��� მუხლი 4. საკონკურსო დოკუმენტაცია

1. კონკურსში მონაწილეობისათვის კომისიას უნდა წარედგინოს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) კანდიდატის სახელი, გვარი;

ბ) განათლება;

გ) სპეციალობა;

დ) სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

ე) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს სპეციალური ჯგუფის წევრობა;

ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად);

ზ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს);

2. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს განმცხადებელი და მას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

ბ) განმცხადებლის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

3. განმცხადებელი საკონკურსო დოკუმენტაციას კომისიას წარუდგენს პირადად.

4. თუ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, კომისია დაუყოვნებლივ (დოკუმენტაციის მიღებისას) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) განმცხადებელს. შესწორებული საკონკურსო დოკუმენტაცია კომისიას 1 დღეში უნდა დაუბრუნდეს. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილ საკონკურსო დოკუმენტაციას კომისია არ განიხილავს.

5. კანდიდატს უფლება აქვს საკონკურსო დოკუმენტაცია შეიტანოს მხოლოდ ერთი სპეციალური ჯგუფის წევრობაზე.

6. კანდიდატს კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოითხოვოს საკონკურსო დოკუმენტაცია ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი (საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება) შესაბამისი განცხადებით.

��� მუხლი 5. საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა

1. კომისია საკონკურსო დოკუმენტაციას განიხილავს კონკურსში მონაწილეთა დაუსწრებლად.

2. კომისია უფლებამოსილია კონკურსის მონაწილე მოიწვიოს გასაუბრებისათვის.

��� მუხლი 6. კენჭისყრა

1. კომისია სპეციალური ჯგუფის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით.

2. კონკურსში მონაწილეებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე.

3. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4. თუ არჩეულ პირთა რაოდენობა ერთ სპეციალურ ჯგუფში სამზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის, უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები.

5. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი, მათ შორის, გამარჯვებულის გამოსავლენად.

6. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი კანდიდატებს შორის წილისყრით განისაზღვრება.

��� მუხლი 7. სპეციალური ჯგუფის წევრის არჩევის განკარგულება

სპეციალური ჯგუფის წევრის არჩევის შესახებ კომისიის განკარგულებაში უნდა მიეთითოს:

ა) სპეციალური ჯგუფის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი;

ბ) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, რომლის სპეციალური ჯგუფის წევრადაც იგი აირჩა. �

��� მუხლი 8. კონკურსის გასაჩივრება

კონკურსის გასაჩივრება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.