„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017380
93
10/07/2025
ვებგვერდი, 11/07/2025
280120000.22.026.017380
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება  №93

2025 წლის 10 ივლისი

. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი VI

სამინისტროს მოსამსახურეთა სამივლინებო ან/და შენახვის ხარჯები“.

 

2. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „“ ქვეპუნქტი:

„გ) თავდაცვის კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი N131).“.

3. №13 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის №13დანართი:

დანართი №131

 

თავდაცვის კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად,

საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურის

ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები

 

(არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს)

დასახელება

უცხოური

 ვალუტის

დასახელება

შენახვის ხარჯების

ნორმები

სამედიცინო

დაზღვევა

სულ

1

 

 

ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრში (JFTC) (პოლონეთი) დასაქმებული სამხედრო მოსამსახურე

   

 ევრო

 

  4,000

       

500

   

 4,500

2

ნატოს მოკავშირეთა სახმელეთო სარდლობაში (LANDCOM) (თურქეთი) დასაქმებული სამხედრო მოსამსახურე

   

 ევრო

 

3,350

       

500

     

3,850

შენიშვნა:

1. საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეს (ამ შენიშვნის მიზნებისთვის შემდგომ – სამხედრო მოსამსახურე) საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის პერიოდში უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, დანამატები და სხვა ფულადი გასაცემლები (გარდა კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისა).

2. შენახვის ხარჯების ნორმები მოიცავს სხვადასხვა ხარჯებს, მათ შორის, სადღეღამისო ნორმის და ბინის დაქირავების.

3. სავალდებულოა  სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

4. სამედიცინო დაზღვევის თანხა ანაზღაურდება დადგენილი ნორმების ფარგლებში, ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით.

5. სამხედრო მოსამსახურის პირველადი მოწყობის ხარჯები (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა) გაიცემა ერთჯერადი დახმარების სახით ,,პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობით.

6. სამხედრო მოსამსახურეს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, ავანსის სახით მიეცემა ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არაუმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა (შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში).

7. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული საავანსო თანხა შესაბამისი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის ვადის ამოწურვამდე. მიღებული საავანსო თანხის დაბრუნებამდე დასაშვებია მისი ხელმეორედ გაცემა.

8. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ საშუამავლო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ან მომსახურებით სარგებლობის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეს წარგზავნიდან 6 თვის განმავლობაში ერთჯერადად უნაზღაურდება მომსახურების ხარჯის 50%, მაგრამ არაუმეტეს დასაქირავებელი ბინის ერთი თვის  ქირის ოდენობისა.

9. სამხედრო მოსამსახურეს აუნაზღაურდეს:

ა) საქართველოსა და დასაქმების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ავიაბილეთის ღირებულებით და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები ერთ სულზე არაუმეტეს 200 ევროს ოდენობით;

ბ) საქმიანობის ვადის გასვლის გამო ან ამ ვადის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში  – დასაქმების ადგილსა და საქართველოს შორის მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ავიაბილეთის ღირებულებით და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები ერთ სულზე არაუმეტეს 200 ევროს ოდენობით;

გ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის პერიოდში შვებულებით სარგებლობისას – მგზავრობის ხარჯები (წელიწადში ერთხელ), არაუმეტეს დასაქმების ადგილსა და საქართველოს შორის მგზავრობის ეკონომკლასის ავიაბილეთების ღირებულებისა.

10. სამხედრო მოსამსახურის ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდეთ:

ა) ამ შენიშვნის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები;

ბ) მგზავრობის ხარჯები (წელიწადში ერთხელ), არაუმეტეს დასაქმების ადგილსა და საქართველოს შორის მგზავრობის ეკონომკლასის ავიაბილეთების ღირებულებისა.

11. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის საქმიანობის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე შეწყვეტასთან ერთად ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების (გარდა თავდაცვის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომის) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.

12. შვებულებაში (მათ შორის, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში) ყოფნისას ან შრომისუუნარობის გამო ან სხვა მიზეზით სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება ამ დანართით გათვალისწინებული ნორმები. თუ არყოფნის პერიოდი წელიწადის განმავლობაში ზედიზედ ან კალენდარული წლის განმავლობაში 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება, პირს შენახვის ხარჯების ნორმა 40 კალენდარული დღის შემდეგ უმცირდება ბინის დაქირავების ხარჯებამდე, თუ მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით სხვაგვარად არ რეგულირდება.

13. სამხედრო მოსამსახურეს უნაზღაურდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადრეული და სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ სწავლის, სასწავლო დაწესებულებაში რეგისტრაციის, ტრანსპორტირებისა (საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლო დაწესებულებამდე და სასწავლო დაწესებულებიდან საცხოვრებელ ადგილამდე) და სასწავლო დაწესებულებაში კვების საფასურს.

14. სამხედრო მოსამსახურეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ მიერ დადებული შესაბამისი ხელშეკრულების ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ანაზღაურებას ექვემდებარება თვეში არაუმეტეს 460 ევრო სასწავლო წლის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდისთვის.

15. თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება ამ შენიშვნის მე-14 პუნქტის გათვალისწინებულ ოდენობას, ასევე ანაზღაურდება განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯსა და ყოველთვიურ ლიმიტს შორის სხვაობის 50%.

16. არდადეგების პერიოდში (ზამთრის და ზაფხულის) ადრეულ და სკოლამდელ აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან/სკოლასთან დამატებით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

17. ადგილსამყოფელი ქვეყნის იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელმწიფო ენაზე უფასო სასწავლებლის არსებობის შემთხვევაში, წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეს არ აუნაზღაურდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ამავე ენაზე ფასიან სასწავლებელში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 9 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი