„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017939
184
14/07/2025
ვებგვერდი, 15/07/2025
200090000.22.033.017939
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №184

2025 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  412 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 413 მუხლი:

„მუხლი 413. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამავე ზონაში რეგისტრირებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს, მათ შორის, რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების შესახებ. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შესაძლებელია განახორციელოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორმა. ასეთ შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელშიც მიეთითება ადმინისტრატორის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში მითითებული პირის (ადმინისტრატორის) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე თანხმობის ან  უარის თაობაზე, რის შესახებაც აცნობებს განმცხადებელს. 

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ადმინისტრატორი, ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საწარმოს რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოთა შესახებ წარდგენილ ინფორმაციაში ცვლილების შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების განხორციელების დღის მომდევნო სამუშაო დღისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით წარსადგენ ინფორმაციას განეკუთვნება:

ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დასახელება და მისამართი;

ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა;

გ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდ რეგისტრაციის თარიღი;

დ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის სახე და აღწერა;

ე) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსთვის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობის უფლების მინიჭების, შეჩერების და შეწყვეტის თარიღი.

5. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულების დარღვევისათვის ორგანიზატორს, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ადმინისტრატორს,  პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. 112-ე მუხლის 76-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 77-ე პუნქტი:

„77. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის  ორგანიზატორი, ხოლო ამ ინსტრუქციის 413 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  ადმინისტრატორი, ვალდებულია ამავე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2025 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული საწარმოების, მათ შორის, რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების შესახებ, ამ ინსტრუქციის 413 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 1 სექტემბრისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი