დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 11/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016377 |
|
„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ
–
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 12/07/2022წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016262) წესში შეტანილ ცვლილება და მე-2 მუხლის:
ა) პირველ პუნქტის „ჰ4 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ4) ფრენის გეგმა – სხ-ის დაგეგმილ ფრენასთან ან ფრენის ნაწილთან დაკავშირებული სპეციფიკური ინფორმაცია. შენიშვნა: ტერმინთან „ფრენის გეგმა“ შეიძლება გამოიყენებოდეს სიტყვები „წინასწარი“, „წარდგენილი“ „მიმდინარე“ ან „სამუშაო“, ფრენის პირობებისა და სხვადასხვა ეტაპების მისათითებლად. როდესაც ამ ტერმინთან ერთად გამოიყენება სიტყვა „შეტყობინება“, ეს გულისხმობს გადაცემული ფრენის გეგმის მონაცემების შინაარსს და ფორმატს.“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ14“ და „ჰ15“ ქვეპუნქტები: „ჰ14) ფრენის წარდგენილი გეგმა (FPL ან eFPL) – ფრენის გეგმის ის ბოლო ვერსია, რომელიც პილოტის, ექსპლუატანტის ან მისი დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იყო სმმ-ს პუნქტის მიერ გამოსაყენებლად. შენიშვნა: FPL არის წარდგენილ ფრენის გეგმა, რომლის გადაცემა ხორციელდება სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურებით, იმ დროს, როდესაც, eFPL წარმოსადგენს ფრენის გეგმას, რომლის ურთიერთგაცვლა ხორციელდება FF-ICE სერვისების მეშვეობით. eFPL იძლევა დამატებითი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას, რომელიც არ შედის FPL ფრენის გეგმაში. ჰ15) წინასწარი ფრენის გეგმა (PFP) – ფრენის გეგმის წარდგენამდე ექსპლუატანტის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ერთობლივი დაგეგმარებისათვის მიწოდებული ინფორმაცია.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 27 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები