დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 881 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 02/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.010.000.22.033.008.996 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.008.996
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №881
2006 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №31, მუხ. 264) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) კადრების სამმართველო;“.
ბ) დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. კადრების სამმართველო
კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: პოლიციის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება და თვისობრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება. საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზაცია. კომპეტენციის ფარგლებში პოლიციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები