“საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი 31/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 01/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.008.994
  • Word
10
31/07/2006
სსმ, 101, 01/08/2006
110.060.010.39.036.008.994
“საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
სხვა ადმინისტრაციული ორგანო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.008.994

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება 10

2006 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის  №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 17.10.2005წ., №119, მუხ. 1330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

პროკურატურის ორგანოების მაღალპროფესიული კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება და მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა, პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; პროკურატურის სისტემის მუშაკთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმების სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.“.

2. მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პროკურატურის სისტემის მუშაკთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას და სოციალური საკითხების გადაწყვეტას.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის მიერ.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეულ დავალებებს, იხილავენ კორესპონდენციებს და განცხადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი