ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ

ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 580
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 22/07/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 7, 31/07/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000176
580
22/07/1991
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 7, 31/07/1991
000000250.02(0).000.000176
ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №580

1991 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. მიღებულ იქნეს ყვარლის რაიონის პრეფექტურის წინადადება და გამოეყოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ყვარლის მევენახეობის სახელმწიფო მეურნეობის მიწებიდან ნაცვლად მოთხოვნილი 1,5 ჰექტარისა 0,5 ჰექტარი ფართობი (სპორტული მოედანი) სოფელ სანავარდოში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისათვის.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს:

- აუნაზღაუროს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და  კვების მრეწველობის სამინისტროს მიწის რეფორმის, მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს 0,5 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივების შესაბამისად;

- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

თავმჯდომარე                                                                                                  თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                         გ. ბერიძე