მცხეთის რაიონში სამხედრო ოპერატიული აეროდრომის ასაშენებლად 1941 წელს გამოყოფილი და დანიშნულებისამებრ დღემდე გამოუყენებელი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ

მცხეთის რაიონში სამხედრო ოპერატიული აეროდრომის ასაშენებლად 1941 წელს გამოყოფილი და დანიშნულებისამებრ დღემდე გამოუყენებელი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 577
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 22/07/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 7, 31/07/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000173
577
22/07/1991
ვებგვერდი, 7, 31/07/1991
000000250.02(0).000.000173
მცხეთის რაიონში სამხედრო ოპერატიული აეროდრომის ასაშენებლად 1941 წელს გამოყოფილი და დანიშნულებისამებრ დღემდე გამოუყენებელი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №577

1991 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

მცხეთის რაიონში სამხედრო ოპერატიული აეროდრომის ასაშენებლად 1941 წელს გამოყოფილი და დანიშნულებისამებრ დღემდე გამოუყენებელი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარისა და სოფელ ახალუბნის კოლმეურნეობათა (ამჟამად ნატახტარის მებოსტნეობის მეურნეობა) მიწებიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისათვის სამხედრო ოპერატიული  აეროდრომის ასაშენებლად 50 წლის წინათ გამოყოფილი 138,25 ჰექტარი და ამ ფართობის მიმდებარედ სამხედრო უწყების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული 28 ჰექტარი, სულ 166,25 ჰექტარი მიწა დღემდე არ არის გამოყენებული დანიშნულებისამებრ და მას სამხედრო უწყებები და სხვადასხვა ორგანიზაციები არამიზნობრივად იყენებენ, რაც აქ მცხოვრები მოსახლეობის (ვისაც ადრე ეს მიწები ეკუთვნოდა) სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

სსრ კავშირისა და  მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების (მე-9 მუხლი), აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის მიწის კოდექსის (36-ე მუხლი) მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1941 წლის 13 ივლისის № 1280 დადგენილება „მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისათვის ოპერატიულ აეროდრომის ასაშენებლად 138,25 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ“ და ამ დადგენილებით გამოყოფილი 138,25 ჰექტარი და ამ ფართობის მიმდებარედ სამხედრო უწყებების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული 28 ჰექტარი, სულ 166,25 ჰექტარი მიწა, როგორც 50 წლის მანძილზე დანიშნულებისამებრ გამოუყენებელი, დაუბრუნდეს ნატახტრის მებოსტნეობის მეურნეობას.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

თავმჯდომარე                                                                                        თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                გ. ბერიძე